ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა - კვირის პალიტრა

ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, მეორე სართულზე მდებარე ბინაში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა.

ამ დროისთვის უცნობია, აფეთქების დროს იმყოფებოდა თუ არ ვინმე საცხოვრებელ სახლში. ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

„ინტერპრესნიუსი“ დეტალებს საგანგებო სიტუაციების სამსახურში აზუსტებს.