დაშავდა ერთი ადამიანი, ქალი აფეთქების დროს ფანჯრიდან გადავარდა - ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია
ვაზისუბანში, სადაც, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, ერთი ადამიანი დაშავდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქალი აფეთქების დროს ფანჯრიდან გადავარდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
"ინტერპრესნიუსი"