თურქეთის პრეზიდენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ წინადადება რატიფიცირებისთვის პარლამენტს გადაუგზავნა - კვირის პალიტრა

თურქეთის პრეზიდენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ წინადადება რატიფიცირებისთვის პარლამენტს გადაუგზავნა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადებას ხელი მოაწერა და რატიფიცირებისთვის პარლამენტს გადასცა. ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ერდოღანი სტოკჰოლმის წინადადებას, შვედეთის ქურთი ჯგუფების მიმართ დამოკიდებულების გამო ეწინააღმდეგებოდა, რომლებსაც თურქეთი საფრთხედ მიიჩნევს.

იმისთვის, რომ შვედეთი ნატო-ს წევრი გახდეს ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა მოახდინოს შვედეთის წინადადების რატიფიცირება.

"ინტერპრესნიუსი"