ვინ დაესხა თავს ამერიკულ სამხედრო ბაზებს სირიასა და ერაყში?! - კვირის პალიტრა

ვინ დაესხა თავს ამერიკულ სამხედრო ბაზებს სირიასა და ერაყში?!

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ირანი ზოგიერთ შემთხვევაში „აქტიურად უწყობს ხელს“ ირანის მიერ მხარდაჭერილი მარიონეტული ჯგუფების მიერ ერაყსა და სირიაში აშშ-ს სამხედრო ბაზებზე სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებს.

ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.

თეთრი სახლის სპიკერმა ჯონ კირბიმ აღნიშმა, რომ მსგავსი თავდასხმები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გახშირდა, მაგრამ აშშ არ დაუშვებს მისი ინტერესები რეგიონში "უპასუხოდ დარჩეს".

მისი თქმით, შეერთებული შტატები თვლის, რომ ამ ჯგუფებს მხარს უჭერენ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია (IRGC) და ირანის მთავრობა, რომელიც ასევე "ჰამასისა" და "ჰეზბოლას" მებრძოლების მხარდაჭერას აგრძელებს.

”ჩვენ ვიცით, რომ ირანი ყურადღებით ადევნებს თვალს ამ მოვლენებს და ზოგიერთ შემთხვევაში, აქტიურად უწყობს ხელს ამ თავდასხმებს და უბიძგებს სხვებს, რომლებსაც შეუძლიათ კონფლიქტის გამოყენება საკუთარი ან ირანის სასარგებლოდ,” - დასძიმა მან.

ამასთან, კირბის თქმით, აშშ ღრმად შეშფოთებულია "ამ თავდასხმების მნიშვნელოვანი ესკალაციის პოტენციალით უახლოეს დღეებში“.

ამასთან, CNN-ის ცნობით, აშშ-ს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები გეგმავენ თავდასხმების გაძლიერებას ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს ძალებზე.

"ინტერპრესნიუსი"