"მიხარია, რომ ხელოვნების სფეროს ყურადღება ექცევა, მინისტრი - ქალბატონი თეა წულუკიანი ბევრ სასიკეთო რამეს აკეთებს"
კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი კოვიდის გადატანის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივის, თუმცა ხელოვნების სფეროში მიმდინარე მოვლენებზე თავის მოსაზრებას მოკლედ, მაგრამ მაინც გვიზიარებს...
- ბატონო ვაჟა, როგორ ხართ? როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას ამ ეტაპზე?
- ძირითადად, სახლში ვარ, სიარული მიჭირს, ჩემს შვილთან - ნათიასთან ჩამოვდივარ ხოლმე ლიფტით და აქ ვარ, ყურადღებას არ მაკლებენ. როგორც იცით, კორონავირუსმა გართულებები დამიტოვა, ახლა "წითელი ქარი" მაწუხებს. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, მიხარია, რომ ხალხს ვახსოვარ, ჩემს სიმღერებსაც მღერიან და უკრავენ. ამ ეტაპზე არაფერს ვწერ.
- მიმდინარე მოვლენებს თუ ადევნებთ თვალ-ყურს ტელევიზიით?
- ყველაფერს ვუყურებ, მაგრამ პოლიტიკური ამბები აღარ მაინტერესებს, ხელოვნებაში კი, მიხარია, რომ ბევრი წარმატება გვაქვს, კონცერტები ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით და ეს მისასალმებელია. ანსამბლები, ორკესტრები დატვირთულები არიან და ცხადია, ეს მახარებს. ამ სფეროს ყურადღება ექცევა, მინისტრი - ქალბატონი თეა წულუკიანი ბევრ სასიკეთო რამეს აკეთებს. კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე - გოგა შავერზაშვილიც ყურადღებას არ მაკლებს. ჩემს ნაწარმოებებს არსულებენ, როგორც აღვნიშნე, მათ შორის, უცხოეთში, გერმანიაში, იაპონიაში და ა.შ. ასევე, ახალი თაობის ქართველი მომღერლებიც, მათთვისაც არაერთი სიმღერა დამიწერია.
სატელევიზიო მუსიკალურ პროექტებსაც ვუყურებ ხოლმე და მომწონს.
- ბევრი უცხოელი ვარსკვლავიც იყო საქართველოში ჩამოსული და კონცერტები გამართეს...
- თუ კარგი შემსრულებელი იქნება, ჩამოიყვანონ, რატომაც არა, თუმცა პირველ რიგში, მაინც ჩვენებს მიხედონ, ჯობია.
ხელოვნება, ქართული მუსიკა დაფასებულია, სამინისტრო ხელს უწყობს, აფინანსებენ. წარმატება და წინსვლა ყველას.