რა არჩევანს სთავაზობს არქი ისანში ბინის შეძენის მსურველებს? - კვირის პალიტრა

რა არჩევანს სთავაზობს არქი ისანში ბინის შეძენის მსურველებს?

ლიდერ დეველოპერულ კომპანია არქის მშენებარე და დასრულებული პროექტები თბილისის ყველა უბანში აქვს. კომპანიამ 17 წლიანი გამოცდილების განმავლობაში მოიპოვა მომხმარებლის ნდობა, რადგან ყველა პროექტს მაღალი ხარისხის მასალებით აშენებს და ბინის შეძენის შემდეგაც არ წყვეტს მაცხოვრებლებზე ზრუნვას. შესაბამისად, ყველა უბანში მდებარე არქის პროექტების მიმართ ინტერესი დიდია. ამჯერად ჩვენ გიამბობთ, რას გთავაზობთ არქი უბან ისანში.

არქი ისანში

ისანი მოთხოვნადი უბანია. აქ მეტროსადგური, დიდი სავაჭრო ცენტრები და განვითარებული, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურაა. არქის ბინები ისანში შეგიძლიათ ერთ მიმდინარე და ერთ დასრულებულ პროექტში შეიძინოთ. თითოეულ მათგანს თავისი უპირატესობები აქვს და გარშემო არსებული შენობებისგან ორივე გამოირჩევა დახვეწილი ექსტერიერით.

მიმდინარე პროექტი არქი ისანი 2

არქი ისანი 2 გამწვანებულ და მშვიდ ადგილას, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე შენდება, 17-სართულიანი სახლის მოსაპირკეთებლად უმაღლესი ხარისხის მასალაა გამოყენებული, რაც სახლის გამორჩეულ, დახვეწილ და თანამედროვე ექსტერიერს ქმნის. მაცხოვრებლებს მრავალფეროვან, მათ კომფორტზე მორგებულ ბინებთან ერთად დახვდებათ გამწვანებული და კეთილმოწყობილი ეზო, ღია და დახურული ავტოსადგომი.

დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსი არქი ისანი

საცხოვრებელი კომპლექსი არქი ისანი მეტროსადგურ ისნიდან 2 წუთის სავალზე, ჰიპერმარკეტ „კარფურის“ გვერდუღ მდებარეობს. კომპლექსი აერთიანებს 5 საცხოვრებელ სახლს. არქი ისანში ინფრასტრუქტურა მაცხოვრებლების, მათ შორის, პატარა არქელების კომფორტზეა გათვლილი და მოიცავს 10 000 კვ.მ. გამწვანებულ ეზოს, საბავშო სივრცეს, სპორტულ მოედანს, ღია და დახურულ ავტოსადგომს.

სამშენებლო მასალები და ბინების ჩაბარება

ყველა პროექტის მშენებლობისას არქი ევროპული ბრენდების მიერ წარმოებულ მასალებს იყენებს. მათ შორისაა, გერმანული ბრენდის YTONG-ის ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი, რომელიც ბეტონის ჩვეულებრივ სამშენებლო ბლოკთან შედარებით 6-ჯერ ნაკლებად თბოგამტარია, რაც იმას ნიშნავს, რომ იტონგის ბლოკით აშენებულ შენობაში ტემპერატურა უფრო დიდხანს ნარჩუნდება და შენობის გასათბობად თუ გასაგრილებლად 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება, ეს კი კომუნალური ხარჯების შემცირებას იწვევს. არქის სახლების სიმყარის გარანტიაა მსოფლიოში ლიდერი ბრენდის ჰაიდელბერგცემენტის მაღალი ხარისხის ბეტონი.

არქი მაცხოვრებლებს ნებისმიერ პროექტში ბინას პრემიუმ კარკასით აბარებს, რაც ნიშნავს, რომ ბინაშია ევროპული მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა დაბალემისიური მინებით, იზოთაბაშირით გალესილი კედლები, მოჭიმული იატაკი, ცენტრალური დგარები მიყვანილი ბინამდე, დამონტაჟებული გათბობის მილები, აივანზე დაგებული კერამოგრანიტის ფილები, ელექტროობის გამართული ქსელი და მთავარი შესასვლელი რკინის კარი.

მათ, ვისაც ბინის შეძენა სურთ არქიში კომფორტული გადახდის პირობები ელოდებათ, რაც 12 წლამდე განვადებას და მომხმარებელზე მორგებულ გრაფიკს გულისხმობს. ბინის შესაძენად არაა სავალდებულო წინასწარ თანხის შეტანა.

(R)