ჩხუბი ქართველებსა და პოლონელებს შორის - დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 23 წლის კაცი, რომელიც ადამიანთა ჯგუფს ავტომობილით დაეჯახა: რა მოხდა პოლონეთის ერთ-ერთ ღამის კლუბთან
პოლონეთში, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, 23 წლის მამაკაცი, ავტომობილით ერთ-ერთ კლუბთან შეკრებილ ადამიანთა ჯგუფს დაეჯახა. აღსანიშნავია, რომ მის ამ ქმედებას წინ უსწრებდა პოლონელებსა და ქართველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება.
შემთხვევა 21 ოქტომბერს, გასულ შაბათს, ჩრზანოვის ერთ-ერთ ღამის კლუბთან მოხდა.პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, ჩხუბში ათზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათივე ცნობით, ჩხუბის მონაწილეებმა ბეისბოლის ჯოხები გამოიყენეს. პოლიციამ ოთხი პირი დააკავა და მათ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. დაკავებულებს შორის დაზუსტებით ცნობილია, რომ ერთი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო დანარჩენებზე ჯერჯერობით მედიაში ინფორმაცია არ ვრცელდება.
სანამ ფიზიკური დაპირისპირების ადგილას პოლიცია მივიდოდა, ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი, ჩაჯდა საკუთარ ავტომობილში და ადამიანთა ჯგუფს დაეჯახა. დაშავდა ორი პოლონელი ქალი, რომლებიც საავადმყოფიში გადაიყვანეს. ჩხუბის დროს დაშავდა ასევე ორი პოლონელი მამაკაცი. (გააგრძელეთ კითხვა)