ვრცელდება კადრები რუსეთში სკანდალური ქორწილიდან, 53 წლის ქალმა 22 წლის შვილობილზე იქორწინა - "აისილუ დანიელს რვა წლის განმავლობაში ზრდიდა" - კვირის პალიტრა

ვრცელდება კადრები რუსეთში სკანდალური ქორწილიდან, 53 წლის ქალმა 22 წლის შვილობილზე იქორწინა - "აისილუ დანიელს რვა წლის განმავლობაში ზრდიდა"

რუ­სეთ­ში, თა­თარ­სტა­ნის რეს­პუბ­ლი­კა­ში 53 წლის აი­სი­ლუ ჩი­ჟევ­სკა­ია-მინ­გა­ლიმ­მა 22 წლის შვი­ლო­ბილ­ზე, და­ნი­ელ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქორ­წი­ნა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ ქორ­წილს ცუ­დად შეხ­ვდა, მათ მთე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­დით სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გი­ნე­ბის შემ­ცვე­ლი მე­სი­ჯე­ბი და სა­მარ­ცხვი­ნო­ებს უწო­დე­ბენ.

აი­სი­ლუ და­ნი­ელს რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ზრდი­და. ქა­ლის თქმით, ისი­ნი ისე და­უ­ახ­ლოვ­დნენ, რომ რო­დე­საც ბიჭი გა­ი­ზარ­და, მიხ­ვდნენ, რომ ერ­თმა­ნე­თის­თვის იყ­ვნენ შექ­მნილ­ნი.

ერ­თმა­ნე­თი 2015 წელს გა­იც­ნეს, მას შემ­დეგ რაც აი­სი­ლუმ ყა­ზა­ნის ბავ­შვთა სახ­ლში მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო. რო­დე­საც ბიჭ­მა მე-14 და­ბა­დე­ბის დღე აღ­ნიშ­ნა, აი­სი­ლუმ ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად იშ­ვი­ლა. და­ნი­ელს სიმ­ღე­რის ნიჭი ჰქონ­და და მათ ერ­თად და­ი­წყეს დუ­ე­ტის შეს­რუ­ლე­ბა და წარ­მა­ტე­ბა­საც მი­აღ­წი­ეს.