"პლანეტის ყველაზე უხუცესი ძაღლი მომკვდარა... უბრალო არითმეტიკა გვიჩვენებს, რომ ბობი, როგორც მინიმუმი, სიკვდილის ჟამს 240 წლისა იყო" - კვირის პალიტრა

"პლანეტის ყველაზე უხუცესი ძაღლი მომკვდარა... უბრალო არითმეტიკა გვიჩვენებს, რომ ბობი, როგორც მინიმუმი, სიკვდილის ჟამს 240 წლისა იყო"

უცხოური მედიის ცნობით, პლანეტის ყველაზე უხუცესი ძაღლი, პორტუგალიური მასტიფი 31 წლის ასაკში მოკვდა. ამის შესახებ "kvirispalitra.ge"-ს უცხოური პრესის მიმომხილველი - სიმონ კილაძე წერს:

"პლანეტის ყველაზე უხუცესი ძაღლი მომკვდარა - პორტუგალიელი ბობი, რომელიც 1992 წლის 13 მაისს იყო დაბადებული. ესე იგი, ძაღლმა თითქმის 31 წელი და ექვსი თვე იცოცხლა.

ბობი მიეკუთვნებოდა პორტუგალიური მასტიფის ჯიშის ძაღლს, ოფიციალური კლასიფიკაციით, "რაფეირუ დუ ალენტეჟუს".

ძაღლების სიცოცხლე ხანმოკლეა: 11 წელი - ნორმალურია, 13 წელი - ეს უკვე მიღწევაა, 16 წელი - ძაღლსა და მის პატრონს ბედმა არაჩვეულებრივად გაუღიმა - თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანურ ექვივალენტში 16 წელი დაახლოებით 120 წელს უდრის.

და რას ნიშნავს ბობის 31 წელი?

უბრალო არითმეტიკა გვიჩვენებს, რომ ბობი, როგორც მინიმუმი, სიკვდილის ჟამს 240 წლისა იყო"

წყარო: ბიბისი