"ბატონო ირაკლი, არ ჩაიფარცხება ნიკოს საქმე... მკვლელი კავილაძის და ჭელიძის ჩვენება გადამალული გაქვთ..." - რას წერს ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა? - კვირის პალიტრა

"ბატონო ირაკლი, არ ჩაიფარცხება ნიკოს საქმე... მკვლელი კავილაძის და ჭელიძის ჩვენება გადამალული გაქვთ..." - რას წერს ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა?

ვე­რა­ზე მოკ­ლუ­ლი 22 წლის ახალ­გაზ­რდის, ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა იზა ომა­ძე, შვი­ლის მკვლე­ლო­ბი­დან 2 წლის შემ­დე­გაც სა­მარ­თლი­ან გა­მო­ძი­ე­ბას ითხოვს და მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თავ.

რო­გორც ამ­ბობს, რვა­ტო­მი­ა­ნი საქ­მე ამ დრომ­დე თა­რო­ზეა შე­მო­დე­ბუ­ლი. იზა ომა­ძე სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას კი­თხვით მი­მარ­თავს, რა­ტომ ან ვის გამო აფერ­ხე­ბენ გა­მო­ძი­ე­ბას."მთე­ლი ემო­ცი­ით სულ­მო­უთ­ქმე­ლად მგო­ნი არა­ვის უს­მე­ნია თქვენ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა / The Prosecution Service of Georgia... ვფიქ­რობ­დი, ახლა მა­ინც ორ სი­ტყვას იტყო­დით ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, თა­რო­ზე შე­მო­დე­ბულ რვა ტომ­ზე, მაგ­რამ ისევ ამა­ოდ, ვის ვერ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბით, ვინ ბლო­კავს ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას, რა­ტომ აჩენთ კი­თხვებს, მე დე­დამ - იზა ომა­ძემ თუკი რამ ვი­ცო­დი ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად მო­გახ­სე­ნეთ, თქვენ რაც და ვინც ჩა­მი­დეთ საქ­მის მა­სა­ლებ­ში იმ კი­თხვებს მა­ინც გა­ე­ცით პა­სუ­ხი, ბა­ტო­ნო ირაკ­ლი!!! მე მეტი არა­ფე­რი ვიცი და რაც თქვენ იცით რა­ტომ არ გინ­დათ ღიად გა­ნა­ცხა­დოთ, არ ჩა­ი­ფარ­ცხე­ბა ნი­კოს საქ­მე არა!!!

რა­ტომ სარ­გებ­ლობთ იმით, რომ რაც ჩემს შვილს არ მო­ე­წო­ნე­ბო­და იმ მე­თო­დე­ბით ვერ ვიბ­რძვი. უფა­ლი კი ვიცი, რომ ყვე­ლა­ფერს თა­ვის ად­გილს მი­უ­ჩენს, მაგ­რამ ჩემს უფალს ჩემ­თვის არ უს­წავ­ლე­ბია ბო­რო­ტე­ბა­ზე თვა­ლის და­ხუჭ­ვა, თქვენს მიერ ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას საქ­მის არ გა­მო­ძი­ე­ბა მა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ კონ­კრე­ტუ­ლად ვი­ღაც ბლო­კავს ამ საქ­მეს და ვინ არის უზე­ნა­ე­სი ნე­ტავ ???? მკვლე­ლი კა­ვი­ლა­ძის და ჭე­ლი­ძის ჩვე­ნე­ბა არ­სე­ბობს და გა­და­მა­ლუ­ლი გაქვთ რის ფა­სად???

P.S. მე­გობ­რე­ბო ნი­კოს სუ­რათს ჩემს გვერ­დზე ყო­ველ­თვის ვა­ზი­ა­რებ, გან­სა­კუთ­რე­ბით ბო­ლოდ­რო­ინ­დელ სუ­რა­თებს, ეს ვი­დეო რგო­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს, იმი­ტომ რომ ნამ­დვი­ლი და გუ­ლუბ­რყვი­ლოა ჩემი ბიჭი ამ კადრზე, როცა ამ ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბულ ნი­კოს ვუ­ყუ­რებ მახ­სენ­დე­ბა კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას “დარ­დი­მან­დი”, რო­მე­ლიც მიქ­რო­და მთე­ლი სის­წრა­ფით რად­გან იცო­და რომ დღეს თუ ხვალ აუ­ცი­ლებ­ლად და­მარ­ცხდე­ბო­და და მისი როლი მან­ქა­ნე­ბით სავ­სე ქა­ლაქ­ში სულ უფრო გა­უ­ფა­სურ­დე­ბო­და ამ ცხენს ნამ­დვი­ლად არ ვიცი რა ჰქვია, ის კი ვიცი რომ ჩემ­მა ბიჭ­მაც თა­ვის მი­სია კა­ცუ­რად შე­ას­რუ­ლა და გაქ­როლ­და მა­რა­დი­სო­ბის­კენ, ჩვენ კი დაგ­ვა­ნა­ხა არა­კა­ცე­ბი რომ ჰყო­ლია ქვე­ყა­ნას ( აბა ადა­მი­ანს, კაცს- მისი მკვლე­ლო­ბა რო­გორ უნდა მოს­ვლო­და თავ­ში და მერე ამის და­გეგ­მვა ეწარ­მო­ე­ბი­ნა ლა­მის მსოფ­ლიო მას­შტა­ბით ჩა­ეთ­რია ახალ­გაზ­რდე­ბი)!!!

ნი­კოს ცხე­ნი კი რო­გორც ერ­თმა ახ­ლო­ბელ­მა მშობ­ლი­უ­რი სოფ­ლი­დან აღ­ნიშ­ნა, აუ­ცი­ლებ­ლად გაქ­როლ­დე­ბა თა­ნა­ტო­ლე­ბის­თვის, სწო­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის­კენ ფრთხი­ლა­დო გვე­უბ­ნე­ბი­ან ახ­ლობ­ლე­ბი!!!!რის­თვის­ღა ფრთხი­ლად, მე უკვე სიკ­ვდილს ვიც­ნობ. ის გა­ცი­ლე­ბით კარ­გი ვინ­მეა, მან ჩემი შვი­ლი ჩა­ი­ხუ­ტა" - წერს იზა ომა­ძე.

2021 წლის 15 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე, 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან 10-ზე მეტი გას­რო­ლით მოკ­ლეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე თით­ქმის, ერ­თთვი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე თბი­ლის­ში, წყნეთ­ში და­ა­კა­ვეს. მათ ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­სა და ჯგუ­ფუ­რად ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას ედა­ვე­ბოდ­ნენ. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია ასე­ვე კი­დევ ერთი პირი, რო­მელ­საც და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან და მისი საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ნიკა კვა­რა­ცხე­ლია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობ­და, ის პლატ­ფორ­მა Feedc-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.