„იდეალური ჰარმონია საქართველოში, ჩემს მარადიულ მზესთან“ - სოფი ლორენის ვაჟი ქართველ საცოლესთან ერთად ახალ ვიდეოს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

„იდეალური ჰარმონია საქართველოში, ჩემს მარადიულ მზესთან“ - სოფი ლორენის ვაჟი ქართველ საცოლესთან ერთად ახალ ვიდეოს აქვეყნებს

სოფი ლორენის ვაჟი იტალიელი დირიჟორი, კარლო პონტი ქართველ საცოლესთან, მარიამ შარმანაშვილთან ერთად ინსტაგრამზე მორიგ რომანტიკულ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ მარიამი მისი მარადიული მზეა.

„იდეალური ჰარმონია საქართველოში, ჩემს მარადიულ მზესთან“, – წერს კარლო პონტი ვიდეოს აღწერაში.

მა­რი­ამ შარ­მა­ნაშ­ვილს სა­ზო­გა­დო­ე­ბა უკვე კარ­გად იც­ნობს. ქარ­თვე­ლი ფიტ­ნეს ინ­სტრუქ­ტო­რი სოფი ლო­რე­ნის ვა­ჟის, კარ­ლო პონ­ტის სა­ცო­ლეა. ისინი 2 წელზე მეტია ერთმანეთს ხვდებიან.

ponti3-45974-1698214697.jpg

ცნობილია, რომ წყვილის რომანი 2021 წლის 14 მარტს მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო.

კარლო პონტი საქართველოს პირველად 2016 წელს, ქართველი მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძის მოწვევით ესტუმრა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მოგვიანებით, უცხო ქვეყანაში საყვარელ ქალს იპოვიდა და ხშირად მოუწევდა ჩამოსვლა.

მართალია, წყვილი მედიასთან არ კონტაქტობს, მაგრამ როგორც კარლო, ისე მარიამი ხშირად აქვეყნებენ ერთად გადაღებულ ფოტოებს. ცნო­ბი­ლი დი­რი­ჟო­რი ქარ­თვე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის სამ­შობ­ლოს ხში­რად სტუმ­რობს.

წაიკითხეთ ასევე: "პასპორტიც კი არ მქონდა... არასოდეს მქონია ე.წ. ლაქშერული ცხოვრება" - რას უყვება სოფი ლორენის ქართველი სარძლო საზოგადოებას თავის ცხოვრებაზე იტალიიდან