ყველაზე საშიში სამიტი მსოფლიოში?! - "ჰესბოლას" ლიდერი "ჰამასისა" და "ისლამური ჯიჰადის" ხელმძღვანელებს შეხვდა
„ჰესბოლას“ ლიდერმა „ისლამური ჯიჰადისა“ და „ჰამასის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჰესბოლა“ ავრცელებს.
ბეირუთში, „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა „ისლამური ჯიჰადის“ ხელმძღვანელს ზიად ნახალეს და „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილეს სალეჰ ალ-არურის შეხვდა.
„ჰესბოლას“ განცხადების თანახმად, მხარეებმა ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენები განიხილეს, მათ შორის ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე მიმდინარე შეტაკებები. შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ კოორდინაციას და მოვლენებს რეგულარულად დააკვირდებიან.
"ინტერპრესნიუსი"