სისხლიანი დაპირისპირება დიღომში, რომელიც სავარაუდოდ გზის არდათმობას მოჰყვა - კვირის პალიტრა

სისხლიანი დაპირისპირება დიღომში, რომელიც სავარაუდოდ გზის არდათმობას მოჰყვა

დიდ დი­ღომ­ში, "გუდ­ვი­ლის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ქა­ლა­ქეს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. დაჭ­რი­ლია ერთი პირი, რო­მე­ლიც კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ჭრი­ლო­ბა ფე­ხის არე­ში ცივი ია­რა­ღით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. ცნო­ბი­ლია, რომ კონ­ფლიქ­ტი ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე და­ი­წყო.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩხუ­ბი მას შემ­დეგ მოხ­და, რაც ერ­თმა პირ­მა მე­ო­რეს ავ­ტო­მო­ბი­ლით გზა არ და­უთ­მო.

რო­გორც AMBEBI.GE-ს შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.