"ჩემი ანგელოზი სრულიად ჯანმრთელია... უბრალოდ, ცოტა მოზრდილი ტვინი აქვს" - პერის ჰილტონი შვილის მიმართ დაწერილ კომენტარებს გამოეხმაურა
ცნობილმა მოდელმა და ჰილტონების დიდი დინასტიის წარმომადგენელმა პერის ჰილტონმა პირველად გაასაჯაროვა 9 თვის ვაჟის ფოტოები, რასაც მოულოდნელად, საკმაოდ ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანები ფოტოს კომენტარებში წერდნენ, რომ ბავშვი არაჯანსაღად გამოიყურება, ზედმეტად დიდი ზომის თავი აქვს და ალბათ, ავად არის.
მოდელმა გადაწყვიტა, გამოხმაურებოდა კომენტარებს. ერთ-ერთს იქვე, კომენტარში უპასუხა:
"ამ სამყაროში არიან ავადმყოფი ადამიანები, თუმცა ჩემი შვილი სრულიად ჯანმრთელია".

42 წლის პერისმა დასძინა, რომ სპეციალისტებს უკვე მიმართა ამ თემაზე და დაარწმუნეს, რომ ყველაფერი კარგად არის. "დიახ, რა თქმა უნდა, ვიყავი ექიმთან და მას უბრალოდ დიდი ტვინი აქვს".
კარტერ რუმთან ქორწინების შემდეგ მან რამდენჯერმე სცადა დაორსულება, თუმცა წარუმატებლად და შემდეგ სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლა.
"ყოველთვის ვოცნებობდი დედობაზე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე და კარტერმა ვიპოვეთ ერთმანეთი და ერთად ვქმნით ჩვენს ოჯახს, ვიზიარებთ სიყვარულს ჩვენი ბიჭუნასადმი". წყარო