ბომბის კომპონენტები საზღვარზე კატის სათავსოთი გადაიტანეს, სამიზნე დუგინი იყო - დაგეგმა თუ არა დარია დუგინას აფეთქება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა? - კვირის პალიტრა

ბომბის კომპონენტები საზღვარზე კატის სათავსოთი გადაიტანეს, სამიზნე დუგინი იყო - დაგეგმა თუ არა დარია დუგინას აფეთქება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა?

არ­ცერ­თი ასე­თი ოპე­რა­ცია არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკის თან­ხმო­ბის გა­რე­შე - ბომ­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბი სა­ზღვარ­ზე კა­ტე­ბის სა­თავ­სო­თი გად­მო­ი­ტა­ნეს - და­გეგ­მა თუ არა და­რია დუ­გი­ნას მკვლე­ლო­ბა უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა?

გავ­ლე­ნი­ა­ნი The Washington Post-ი წერს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნულ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა ათო­ბით სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ი­დი­ნეს, რო­გორც სე­პა­რა­ტის­ტე­ბი­სა და კო­ლა­ბო­რან­ტე­ბის, ასე­ვე რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი­სა და ომის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ოცზე მეტი ამ­ჟა­მინ­დე­ლი და ყო­ფი­ლი, უკ­რა­ი­ნე­ლი და და­სავ­ლე­ლი უმაღ­ლე­სი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირ­სა და დაზ­ვერ­ვის ოფიც­რის ცნო­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლე­ბენ.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ოპე­რა­ცი­ებ­ში უკ­რა­ი­ნუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის ელი­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დენ, რომ­ლებ­მაც ცენ­ტრა­ლურ სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს­თან წვრთნი­სა და აღ­ჭურ­ვის პროგ­რა­მა გა­ი­ა­რეს. გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ ამე­რი­კულ სა­ა­გენ­ტოს არ მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ისეთ ოპე­რა­ცი­ებ­ში, რომ­ლე­ბიც სიკ­ვდილ­თან იყო კავ­შირ­ში.

The Washington Post-ი ვა­რა­უ­დობს, რომ სწო­რედ უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა 2022 წლის აგ­ვის­ტო­ში და­რია დუ­გი­ნას მკვლე­ლო­ბა. მი­სი­ვე ცნო­ბით, ბომ­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბი სა­ზღვარ­ზე კა­ტე­ბის სა­თავ­სო­თი გად­მო­ი­ტა­ნეს. ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც სა­ზღვარ­ზე გად­მო­ვი­და ნა­ტა­ლია ვოვკს ეკუთ­ვნო­და. იმა­ვე მან­ქა­ნა­ში ის­ხდნენ მისი დედა და 12 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი. The Washington Post-ის ვა­რა­უ­დით, სა­მიზ­ნე თა­ვად დუ­გი­ნი იყო, რო­მე­ლიც სხვა მან­ქა­ნა­ში ბოლო მო­მენ­ტში ჩაჯ­და.

2015 წლის შემ­დეგ, აშშ-ის ცენ­ტრა­ლურ­მა სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხურ­მა უკ­რა­ი­ნულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­ში ათო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ჩადო. სა­უ­ბა­რია იმა­ზეც, რომ სწო­რედ მისი წყა­ლო­ბით, უკ­რა­ი­ნის დაზ­ვერ­ვის მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­ვი­დან შე­იქ­მნა. გააგრძელეთ კითხვა