“სადარბაზოებში ე.წ. ჟელიბონის და ბავშვების სხვა საყვარელი სასუსნავების შეფუთვებით, ნარკოტიკულ საშუალებებს ტოვებენ...“ - საგანგაშო ინფორმაცია მშობლებისთვის
ჟურნალისტი ზუკა ნემსაძე მშობლებს აფრთხილებს და იმ საგანგაშო დეტალის შესახებ საჯაროდ წერს, რომელმაც შესაძლოა ბავშვებს ზიანი მიაყენოს და საფრთხე შეუქმნას.
“მოკლედ, ახალი ამბავი ასეთია: სადარბაზოებში, სკვერებში, ბაღებში - ე.წ. ჟელიბონის, ტკბილეულის და ბავშვების სხვა საყვარელი სასუსნავების შეფუთვებით, განსაკუთრებით, რუსები, ნარკოტიკულ საშუალებებს ტოვებენ, სხვადასხვა მისამართზე. ბავშვებს შესაძლოა ეს ტკბილეული ეგონოთ და შეჭამონ, რაც ცუდ შედეგს მოიტანს.
არ დამზარებია და დღეს რამდენიმე მარკეტში ვიყავი. მოლარეებმა დამიდასტურეს, რომ დაახლოებით - 18-30 წლის ასაკის გოგო-ბიჭები, ძირითადად, ჟელიბონს ყიდულობენ. ისიც დასძინეს, რომ მათაც უკვირთ, ამ ასაკის ადამიანებში ჟელიბონის მოთხოვნა ამ ბოლო დროს ასე რამ გაამძაფრა. ჰოდა, მეგობრებო, იყავით ყურადღებით და შვილებს მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება. ნარკორეალიზატორები მომრავლდნენ, ქვეყანა საფრთხის წინაა. გავუფრთხილდეთ ჩვენს მომავალს, რადგან ნებისმიერი ნაბიჯი ამ პრობლემის მოგვარებისთვის ბევრ ახალგაზრდას გადაარჩენს. აღარ დაგვეხოცებიან ბავშვები. სახელმწიფო პროგრამებიც არსებობს, რომლებიც ხელს უწყობს ნარკოდამოკიდებულების მქონე პირებს.
მოკლედ, პრობლემის გადაჭრის არაერთი გზაა, თუ დროულად დავიწყებთ ამაზე მუშაობას. შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
P.S. გადააზიარეთ, რადგან პატარების მშობლებმა განსაკუთრებით მიაქციონ ყურადღება შვილებს!“ - წერს ზუკა ნემსაძე.