მსოფლიო ახალ "ჩერნობილის ტრაგედიას" გადაურჩა?! - რუსებმა უკრაინის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს
გუშინ, გვიან ღამით რუსებმა უკრაინის ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს. აფეთქებამ ატომური ობიექტის ადმინისტრაციული და ლაბორატორიული შენობების ფანჯრები დააზიანა. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. დაბომბვამ 1860 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. აღდგენითი სამუშაოები უახლოეს საათებში დაიწყება.