"ვერ შევძელით ასეთი ძლიერი ფეხბურთელის შეჩერება" - ხვიჩა მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა: რა თქვეს გარსიამ და ფიშერმა, როგორ შეაფასეს მედიამ და გულშემატკივრებმა? - კვირის პალიტრა

"ვერ შევძელით ასეთი ძლიერი ფეხბურთელის შეჩერება" - ხვიჩა მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა: რა თქვეს გარსიამ და ფიშერმა, როგორ შეაფასეს მედიამ და გულშემატკივრებმა?

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის მე-3 ტურ­ში "ნა­პო­ლიმ" ბერ­ლინ­ში, "უნი­ო­ნი" ჯა­კო­მო რას­პა­დო­რის გო­ლით და­ა­მარ­ცხა, რომ­ლის ასის­ტენ­ტიც ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია იყო, რომ არა მისი კარ­გი თა­მა­ში, ნე­ა­პო­ლე­ლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა დიდი კი­თხვის ქვეშ დად­გე­ბო­და. გან­სა­კუთ­რე­ბით მე-2 ტა­იმ­ში ჩვე­ნე­ბუ­რი მარ­თლაც შე­უ­და­რე­ბე­ლი იყო, დრიბ­ლინ­გი, ფინ­ტე­ბი, ზუს­ტი პა­სე­ბი - ხვი­ჩა მო­ედ­ნის თით­ქმის ყვე­ლა წერ­ტილ­ში იყო, უტევ­და ცენ­ტრი­დან და მარ­ცხნი­დან, მე­ტო­ქეს მის შე­სა­ჩე­რებ­ლად დიდი ძა­ლის­ხმე­ვა და არა­ერ­თი ჯა­რი­მა დას­ჭირ­და, მათ შო­რის ყვი­თე­ლი ბა­რა­თით შე­ფა­სე­ბუ­ლიც.

ქარ­თვე­ლი უე­ფამ მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად და­ა­სა­ხე­ლა, სრუ­ლი­ად დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლა­დაც.

რა შე­ფა­სე­ბე­ბი მი­ი­ღო ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ?

რუდი გარ­სი­ას გუნ­დმა მე­ტო­ქე მი­ნი­მა­ლუ­რი ან­გა­რი­შით - 0:1 და­ა­მარ­ცხა. ქარ­თველ­მა შემ­ტევ­მა მო­ე­დან­ზე 88 წუთი გა­ა­ტა­რა და "ნა­პო­ლის" რი­გებ­ში ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. Sofascore-ს მი­ხედ­ვით, "კვა­რამ" 7.8 ქულა და­იმ­სა­ხუ­რა, რაც ორი­ვე გუნ­დის რი­გებ­ში სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი იყო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გო­ლის ავ­ტო­რის, რას­პა­დო­რის თა­მაშ­მა 7.3 შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღო. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ Whoscored-ის მი­ხედ­ვით ხვი­ჩამ ბევ­რად მა­ღა­ლი - 8.1 შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 88-ე წუთ­ზე "კვა­რას" შეც­ვლას "ნა­პო­ლის" გულ­შე­მატ­კი­ვა­რი უარ­ყო­ფი­თად გა­მო­ეხ­მა­უ­რა და მი­იჩ­ნი­ეს, რომ ის არ უნდა შე­ეც­ვა­ლათ, მით უფრო მცვე­ლით. (გააგრძელეთ კითხვა)