"არ გამოვა გადაბრალება, რამდენსაც არ უნდა გეხმარებოდნენ უმწიფარი ოპოზიციონერები, "ოცნების" პროპაგანდაზე  წყლის დამსხმელი განცხადებებით" - გვარამია ბრალდებას პასუხობს - კვირის პალიტრა

"არ გამოვა გადაბრალება, რამდენსაც არ უნდა გეხმარებოდნენ უმწიფარი ოპოზიციონერები, "ოცნების" პროპაგანდაზე  წყლის დამსხმელი განცხადებებით" - გვარამია ბრალდებას პასუხობს

"მთა­ვა­რი არ­ხის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნიკა გვა­რა­მია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ბრალ­დე­ბებს ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც ნათ­ქვმია, რომ ის "ლე­ლოს­თან" და "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად ქვეყ­ნის­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბას ხელს უშ­ლი­ან.

"და­ი­წყო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრო­პა­გან­დამ ჩვე­ნი შემ­ზა­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის სტა­ტუს­ზე უა­რის­თვის. სულ ტყუ­ი­ლად: არ გა­მო­ვა არა­ვის­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბა, რამ­დენ­საც არ უნდა გეხ­მა­რე­ბოდ­ნენ გა­უ­გე­ბა­რი მავ­ნებ­ლუ­რი და "ოც­ნე­ბის" პრო­პა­გან­და­ზე უც­ნა­უ­რად და ზოგ­ჯერ სა­ეჭ­ვო­დაც წყლის დამ­სხმე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით ზო­გი­ერ­თი უმ­წი­ფა­რი ოპი­ზი­ცი­ო­ნე­რი და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის ზო­გი­ერ­თი უმ­წი­ფა­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

არ გა­მო­ვა გა­დაბ­რა­ლე­ბა, იმი­ტომ რომ თუ ვერ მი­ვი­ღებთ კან­დი­და­ტის სტა­ტუსს, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ოც­ნე­ბა გა­მა­ლე­ბით სა­ბო­ტი­რებს პრო­ცესს და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თის "მა­ინც" და თვა­ლის ჩა­პა­ჭუ­ნე­ბა ფე­ხებ­ზე კი­დია იქ ყვე­ლას და მხო­ლოდ აღი­ზი­ა­ნებს.სა­კუ­თა­რი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი თუ უკარ­ნა­ხებთ, მოგ­ვცე­მენ. ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც დე­მოკ­რა­ტია დან­გრე­უ­ლია და ევ­რორ­ე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის 2/3 შეგ­ნე­ბუ­ლად არა­თუ არ სრულ­დე­ბა, არა­მედ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად უა­რეს­დე­ბა, ვე­რა­ვი­თა­რი სხვა მო­ტი­ვა­ცია ბუ­ნე­ბა­ში ვერ იარ­სე­ბებს: ვერც სო­ცი­ო­ლო­გია, ვერც ქარ­თუ­ლი პო­ლი­ფო­ნია, ვერც ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი და ვერც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ტურ­ნე­ე­ბი" - წერს გვა­რა­მია. (გააგრძელეთ კითხვა)