"ამით ოპოზიცია პროპაგანდას უქმნის საზოგადოების ზომბირებისთვის ნოყიერ ნიადაგს და თვითდაზიანებას იყენებს" - რას წერს გია ხუხაშვილი
"ოპოზიცია ნებსით, თუ უნებლიედ ხელს უწყობს ხელისუფლების მხრიდან აზრის დამკვიდრებას, რომ ევროკავშირი გადაწყვეტილებას იღებს იმის მიხედვით, თუ რომელი პარტია რას იტყვის მათთან შეხვედრაზე", - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ხუხაშვილის თქმით, ამით ოპოზიცია პროპაგანდას უქმნის საზოგადოების ზომბირებისთვის ნოყიერ ნიადაგს და თვითდაზიანებას იყენებს.
"არა ბატონებო, ევროკავშირი გადაწყვეტილებას იღებს პირობების შესრულების კვალობაზე, რაზეც მთლიანად ხელისუფლებაა პასუხისმგებელი", - წერს ხუხაშვილი.