შემზარავი ტრაგედია აშშ-ში - "ლუისტონელმა მსროლელმა" 22 ადამიანი მოკლა, 50-ზე მეტი კი დაჭრა
აშშ-ის მეინის შტატის ქალაქ ლუისტონში მასობრივი სროლის შედეგად მინიმუმ 22 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანია სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ასევე იუწყება, რომ დაჭრილიაა 50-60 ადამიანი.
პოლიციამ განაცხადა, რომ სროლა რამდენიმე ადგილას მოხდა. მათი ინფორმაციით, ეჭვმიტანილის ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს და მოსახლეობამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. მოსახლეობას სახლებში ყოფნისკენ მოუწოდა ლუისტონის მერმა, კარლ შელინმაც. ბოლო ინფორმაციით, ლუისტონელი მსროლელი ჯერ დაკავებული არ არის.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.