"ეს ბრწყინვალე ადამიანი ემსხვერპლა ვაზისუბანში აფეთქებას. ანას 30-მდე ფისო ჰყავდა. კატების დიდი ნაწილი დაიღუპა" - რას წერენ ქალზე, რომელიც ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაიღუპა
23 ოქტომბერს თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში აფეთქება მოხდა. ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქებისას 3 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი, კლინიკაში გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალია, რომლის შესახებაც სოციალურ ქსელში წერენ, რომ ის მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნავდა და მასთან ერთად, შემთხვევის დროს ცხოველების დიდი ნაწილიც დაიღუპა.
"ეს ბრწყინვალე ადამიანი ემსხვერპლა ვაზისუბანში აფეთქებას. ანას ჰყავდა 30-მდე ფისო. კატების დიდი ნაწილი დაიღუპა.... ასეთი კარგი ადამიანი დავკარგეთ, სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა... ანა, შენ ისეთი ადამიანი იყავი, დარწმუნებული ვარ სამოთხეში დაიმკვიდრებ ადგილს" - ვკითხულობთ პოსტში. (წყარო)