"ფაშინიანმა წამოჭრა საკითხი და მინდა ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო" - თბილისში მიმდინარე ფორუმზე აზერბაიჯანელმა პრემიერმა სომეხ კოლეგას უპასუხა - კვირის პალიტრა

"ფაშინიანმა წამოჭრა საკითხი და მინდა ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო" - თბილისში მიმდინარე ფორუმზე აზერბაიჯანელმა პრემიერმა სომეხ კოლეგას უპასუხა

ყარაბაღის 44-დღიანი ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ გამოხატა თავისი პოზიცია იმისათვის, რომ დამყარებულიყო მშვიდობა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანს შესანიშნავი ეკონომიკური სავაჭრო დაკავშირების შესაძლებლობა გააჩნია 4-დან 3 მეზობელთან.

„ფაშინიანმა წამოჭრა საკითხი და მინდა ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო ამის მიმართ. ყარაბაღის 44-დღიანი ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ გამოხატა თავისი პოზიცია იმისათვის, რომ დამყარებულიყო მშვიდობა. გასულ თვეში, ამ ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ, ჩვენ იგივე ინტერესი გამოვხატეთ, რომ ისევ დამკვიდრდეს მშვიდობა, რომელიც შეეხება განსაკუთრებით სატრანსპორტო სფეროს იმ დეკლარაციის შესაბამისად, რომელიც 2020 წლის 9-10 ნოემბერს გაფორმდა და ეხება ყველა კომუნიკაციას. აზერბაიჯანი ძალიან ბევრს მუშაობდა იმისთვის, რომ ასეთი პოზიცია წარმოეჩინა. გვინდა, ეს კომუნიკაცია ღიად მიმდინარეობდეს. ეს მარტო ჩვენზე არ არის მხოლოდ დამოკიდებული, თუ მეორე მხარეც მოისურვებს, შეგვიძლია წინ წავიდეთ. ჩვენ კიდევ სხვა შესაძლებლობების გამოყენება შეგვიძლია“,-აღნიშნა ალი ასადოვმა.

ამასთან, ასადოვმა ინფრასტრუქტურული პროექტებიც მიმოიხილა. როგორც მან აღნიშნა, აზერბაიჯან-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგშია ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტი.

„ჩვენ კოორდინირებულად ვატარებთ სატრანსპორტო ოპერაციებს საქართველოსთან, ასევე სხვა პარტნიორებთან რეგიონში. ნამდვილად სასიხარულოა იმის დანახვა, რომ საქართველოც დიდ საქმეს აკეთებს ამ სფეროში. ამის მაგალითია რკინიგზის მოდერნიზება, ასევე პორტების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება. გარდა ამისა, აზერბაიჯან-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგშია ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტი. გარდა პორტებისა, მნიშვნელოვანია სამოქალაქო -სატვირთო გადაზიდვის საშუალებები არსებობდეს საქონლის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანს კასპიის ზღვაზე ყველაზე დიდი გადასაზიდი საშუალებები გააჩნია“,- აღნიშნა ასადოვმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო ცდილობს ერთობლივი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.

„გასული წლის ივლისში, აზერბაიჯანმა და ევროკომისიამ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერე ხელი. ამ დოკუმენტის მიხედვით, აზერბაიჯანი, მიწოდებული გაზის მოცულობას გააორმაგებს 2027 წლისთვის. ამავდროულად, ჩვენ ერთად ვიწყებთ მწვანე ენერგეტიკული ხიდის მშენებლობას ევროპასთან“,- აღნიშნა ასადოვმა, რომლის განცხადების თარგმანს „იმედი“ ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"