"ქართველთაგან მოსალოცად მომავალნი, არ გადაიხდიან არც ხარაჯას, არც კაფარს, არც არანაირ სხვა გადასახადს" - სალადინის სიგელი ქრისტეს საფლავში ქართველთა უფლებების შესახებ - კვირის პალიტრა

"ქართველთაგან მოსალოცად მომავალნი, არ გადაიხდიან არც ხარაჯას, არც კაფარს, არც არანაირ სხვა გადასახადს" - სალადინის სიგელი ქრისტეს საფლავში ქართველთა უფლებების შესახებ

სალადინის სიგელი ქრისტეს საფლავთან დაკავშირებით დაცულია იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს არქივში, ტექსტი გამოსცა ბერძენმა მკვლევარმა, მოსხოპულოსმა, ჯერაც 1957 წელს, მაგრამ მისი თარგმანი ჩვენში უცნობი იყო.

(Moschopoulos N., La Terre Sainte essai sur I’histoire politique et diplomatique des lieux saints de la chretienite, Athènes, 1957, 365.)

...

„მე, სალაჰ ედ დინი, სულთანი ეგვიპტისა და მისი პროვინციებისა, პალესტინისა, იერუსალიმისა, ნაბლუსი, დამასკის და მიმდებარე მიწათა, ვბრძანებ, რომ რუმის (რომის, ბერძენთა) სამეუფეო ერის მოწესეთაგან, მათ მღვდელთაგან, და მოწესეთაგან, და ასევე, ქართველთაგან კამამეს (აღდგომის ტაძარი) მოსალოცად მომავალნი, არ გადაიხდიან არც ხარაჯას, არც კაფარს, არც არანაირ სხვა გადასახადს, არამედ ისარგებლებენ საგადასახადო შეუვალობით.

ვბრძანებ, რომ ბერძენთა პატრიარქი, რომელიც მკვიდრობს აქ, იქნება თავი ყველა სხვა ნაზარეველი ერისგან მომავალთათვის − სომეხთათვის, კოპტთათვის, სირიელთათვის, ნესტორიანელთათვის, ფრანგთათვის და ყველა სხვა ნაზარეველი ხალხისათვის. ის იქნება, ვინც იუფროსებს კამამეში, ის იქნება, ვინც შევა იესოს საფლავში, აიღებს იქ ცეცხლს და მისცემს ყველა ნაზარეველს. ამიერიდან, კამამე იქნება ხელშეუხებელი და ნურცერთი მუსლიმი ნუ გარდაქმნის მას მეჩეთად. აჰა! რასაც ვბრძანებ, ნურც ერთი მუსლიმი ნუ გადავა ჩემს ბრძანებას".