ვინ არის მამაკაცი, რომელმაც აშშ-ში 22 ადამიანი მოკლა - "აქვს ფსიქიკური პრობლემების ისტორია, არის შეიარაღებული და სახიფათო": პოლიცია თავდამსხმელის ფოტოებს აქვეყნებს
აშშ-ის მეინის შტატის ქალაქ ლუისტონში მასობრივი სროლის შედეგად, მინიმუმ, 22 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანია სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ასევე იუწყება, რომ დაშავებულია 50-60 ადამიანი.
პოლიციამ განაცხადა, რომ სროლა რამდენიმე ადგილას მოხდა. მათი ინფორმაციით, ეჭვმიტანილის ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს და მოსახლეობამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. მოსახლეობას სახლებში ყოფნისკენ მოუწოდა ლუისტონის მერმა, კარლ შელინმაც.
პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებული პირი ორ ადგილს დაესხა თავს, ერთმანეთთან ახლოს მდებარე ბარსა და რესტორანს. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი მიდიოდა Walmart-ზე თავდასხმის მოსაწყობადაც, თუმცა პოლიციამ რეაგირება მოასწრო და დაწესებულება დახურეს.
"ეს ყველაფერი ღამის კოშმარია“, - ამბობს კეტი ლებელი, იმ რესტორნისა და ბარის მფლობელი, სადაც სროლა იყო.
მომხდარიდან ოთხ საათში პოლიციამ თავდამსხმელის იდენტიფიცრება მოახდინა და გამოაქვეყნა მისი ფოტოები. მოუწოდა მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ და თავშესაფრის გამონახვისკენ. პოლიციამ ასევე გააფრთხილა მოქალაქეები, რომ მამაკაცი არის შეიარაღებული და სახიფათო. (გააგრძელეთ კითხვა)