"2-მეტრიანი ბიჭი მოკლა და გაამართლეს" - ნიკა თუთაშვილის მკვლელობაში ბრალდებული თავისუფალია: რა ხდებოდა მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ? - კვირის პალიტრა

"2-მეტრიანი ბიჭი მოკლა და გაამართლეს" - ნიკა თუთაშვილის მკვლელობაში ბრალდებული თავისუფალია: რა ხდებოდა მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ?

ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ნიკა თუ­თაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ლე­ვან სი­რა­ბი­ძე პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე კოტე ჭი­ლა­ი­ამ მი­ი­ღო. მო­სა­მარ­თლის გა­ნა­ჩე­ნით, სი­რა­ბი­ძე აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მოქ­მე­დებ­და.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უსა­მარ­თლოს უწო­დებს მოკ­ლუ­ლის დედა და ახ­ლობ­ლე­ბი.

"უსა­მარ­თლო ქვეყ­ნის უსინ­დი­სო კა­ნო­ნე­ბის მო­ნე­ბი და­ვი­ნა­ხე კი­დევ ერთხელ. დარ­ტყმი­დან 7 წუთ­ში, ლე­ვან სი­რა­ბი­ძე სას­წრა­ფო­ში კი არ რე­კავს, ურე­კავს რი­ჩარდ სი­რა­ბი­ძეს, მის ბი­ძაშ­ვილს და ეუბ­ნე­ბა - ასე გა­ვა­კე­თე. ის ეუბ­ნე­ბა პა­სუ­ხად, ჩა­ბარ­დი და ყვე­ლა­ნა­ი­რად გი­პატ­რო­ნებ და დღეს მოწ­მე­ე­ბი იყა­ვით ყვე­ლა, რომ უპატ­რო­ნა. სა­ა­ვად­მყო­ფოს კარი გა­ი­ღო და მი­თხრეს რომ თქვე­ნი შვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლაო, მე რა დღე­ში უნდა ვიყო ახლა?! რა­ტომ არც ერთ გა­რე­მო­ე­ბა­ში არ და­ი­ნა­ხა მო­სა­მარ­თლემ ის, რომ ნიკა არ იყო დამ­ნა­შა­ვე?" - ამ­ბობს თუ­თაშ­ვი­ლის დედა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

"რა ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ, 2 მეტ­რი­ა­ნი ბიჭი მოკ­ლა და გა­ა­მარ­თლეს. რიჟ­ვა­ძე, მერი, ჩი­ქო­ვა­ნი, ეს რა ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ, არ მჯე­რა თქვე­ნი" - ამ­ბო­ბენ მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის ახ­ლობ­ლე­ბი.(გააგრძელეთ კითხვა)