"ხომ არ შეიძლება "ფეისბუქზე" და "ტიკ-ტოკში" ეძებონ სტუმარი" - რას ამბობს ვახტანგ გომელაური რუსული არმიის წევრის, ანა ლაკობას საქართველოში ჩამოსვლაზე - კვირის პალიტრა

"ხომ არ შეიძლება "ფეისბუქზე" და "ტიკ-ტოკში" ეძებონ სტუმარი" - რას ამბობს ვახტანგ გომელაური რუსული არმიის წევრის, ანა ლაკობას საქართველოში ჩამოსვლაზე

სტუ­მა­რი რომ ჩა­მო­დის, ვინ რისი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, ხომ არ შე­იძ­ლე­ბა "ფე­ის­ბუქ­ზე" და "ტიკ-ტოკ­ში" ეძე­ბონ? - ასე უპა­სუ­ხა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის არ­მი­ის წევ­რი, ანა ლა­კო­ბა იმ­ყო­ფე­ბა.

გო­მე­ლა­უ­რის თქმით, თუკი, მას "ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნი დარ­ღვე­უ­ლი აქვს, და­ა­ჯა­რი­მე­ბენ.

"ამ ქალ­ბა­ტო­ნის გვა­რი ახლა პირ­ვე­ლად გა­ვი­გე, არ ვიცი, თუ დარ­ღვე­უ­ლი აქვს, პას­პორ­ტში თუ ჩარ­ტყმუ­ლი აქვს, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჯა­რიმ­დე­ბი­ან ხოლ­მე, ან ქვე­ყა­ნა­ში არ უშ­ვე­ბენ, რო­გორც კა­ნო­ნია. პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მელ­მა იცის, არ­მი­ის წევ­რი ვინ არის რუ­სეთ­ში, ან მთელ მსოფ­ლი­ო­ში? ამა­ზე ას­ჯერ გამ­კე­თე­ბია გან­ცხა­დე­ბა, ყვე­ლა შე­მომ­სვლელ­ზე ხომ არ შე­იძ­ლე­ბა „ფე­ის­ბუქ­ზე“ და „ტიკ-ტოკ­ში“ ეძე­ბონ, სტუ­მა­რი რომ ჩა­მო­დის, ვინ რისი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ პას­პორ­ტში ჩარ­ტყმუ­ლი აქვს და დარ­ღვე­უ­ლი აქვს, რა თქმა უნდა, და­ა­ჯა­რი­მე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და გო­მე­ლა­ურ­მა.

ცნო­ბის­თვის, "ფორ­მუ­ლამ" გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის არ­მი­ის წევ­რი, ანა ლა­კო­ბა იმ­ყო­ფე­ბა. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, რუს­მა სამ­ხედ­რომ თბი­ლის­ში, სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ნა­თავ­სა. ამას­თან, მას "ტიკ-ტოკ­ზე" რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ დო­ნეცკ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბიც უდევს.

"ინტერპრესნიუსი"