"ძალიან გაგახარებთ ის, რაც ახლა მოხდება" - თათა გიორგობიანს ცნობილმა ეკონომისტმა ხელი სთხოვა: ვინ არის მომღერლის რჩეული? (ფოტოები)
"ღამის შოუს" ბენდის წევრი მომღერალი თათა გიორგობიანი პროფესიით ფსიქოლოგია. მას სოციალურ ქსელში უამრავი გამომწერი ჰყავს, სადაც ყოველდღურად უამრავ ფსიქოლოგიურ რჩევას უზიარებს. პოპულარული მომღერალი ბავშვობიდან მღერის, მაგრამ მიაჩნდა, რომ ეს მისი ჰობი იყო. სამომავლოდ პროფესია ბიზნესის მიმართულებით აირჩია, რასაც დრო და ენერგიაც დაუთმო, თუმცა ჰობმა თავი ისევ შეახსენა და ახლა უკვე ის მისი ერთ-ერთი და ამ ეტაპზე, მთავარი პროფესიაც არის...
თათა არასოდეს საუბრობს პირად ცხოვრებაზე, თუმცა ახლა ცნობილი გახდა, რომ მას შეყვარებული ჰყავს. ამის შესახებ ცნობილი გიორგი გაბუნიას გადაცემა "ღამის შოუდან" გახდა.
"ძალიან გაგახარებთ ის, რაც ახლა გადაცემაში მოხდება" - გადაცემის წამყვანის ამ სიტყვების შემდეგ სტუდიაში კონსტანტინე მოსიძე შემოდის და მომღერალს ხელს სთხოვს.
კონსტანტინე მოსიძე ეკონომისტი და ბლოგერია. ის ვიდეოებს ხშირად დებს და აქტუალურ ეკონომიკურ საკითხებზე საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
წყვილს სოციალურ ქსელში საერთო ფოტოები არ უდევთ, თუმცა როგორც ირკვევა ერთად ხშირად ისვენებდნენ. ბოლოს ისინი ერთად იტალიაში იყვნენ.
"ჩვენზე ემოციური და არანაკლებ უწესრიგო ხალხია: მე და ჩემი შეყვარებული წითელზე ვდგავართ, ფეხით გადასვლა გვინდა გზის მეორე მხარეს და ორივე ვცდილობთ უფრო კანონმორჩილი ვიყოთ, ვიდრე საქართველოში ვიქნებოდით და ჩვენი იტალიელი მეგობარი გვეუბნება, რას დამდგახართ მანდ, წამოდით კაცო, ეს ხო იტალიააო" - წერდა რომიდან კონსტანტინე მოსიძე. (გააგრძელეთ კითხვა)