ფოტო, რომელიც კრემლმა დამალა - რას აკეთებდა "ჰამასი" მოსკოვში?! - კვირის პალიტრა

ფოტო, რომელიც კრემლმა დამალა - რას აკეთებდა "ჰამასი" მოსკოვში?!

ჰა­მა­სის" დე­ლე­გა­ცია მოს­კოვ­შია, თუმ­ცა რა მიზ­ნით, ბო­ლომ­დე არ არის ცნო­ბი­ლი. გუ­შინ­დე­ლი შეხ­ვედ­რი­დან ვი­ცით, რომ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მო­ი­თხო­ვა ღა­ზას სექ­ტორ­ში მყო­ფი უცხო­ე­ლი მძევ­ლე­ბის, მათ შო­რის რუ­სე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, "ჰა­მა­სმა" კი მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ვლა­დი­მერ პუ­ტინს დიპ­ლო­მა­ტი­ის გამო, მაგ­რამ მძევ­ლე­ბი არ უხ­სე­ნე­ბია. ის­რა­ელ­მა მოს­კო­ვი გა­აკ­რი­ტი­კა და ჰა­მა­სის მიწ­ვე­ვას "არა­ღირ­სე­უ­ლი ნა­ბი­ჯი" უწო­და.

ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ გა­ცხა­დე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა. მოს­კოვ­ში ჰა­მა­სის დე­ლე­გა­ცი­ის ჩას­ვლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია „რია ნო­ვოს­ტიმ“ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ავ­რცე­ლა. რაც მა­ლე­ვე და­ა­დას­ტუ­რა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მა­რია ზა­ხა­რო­ვამ. მისი გან­ცხა­დე­ბით, მოს­კოვ­ში ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ „პა­ლეს­ტი­ნის მოძ­რა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი“.

სა­ღა­მოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გან­მარ­ტა, თუ რას აკე­თებ­და "ჰა­მა­სი" მოს­კოვ­ში.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბით, "შეხ­ვედ­რა შედ­გა ღა­ზას სექ­ტორ­ში ტყვედ მყო­ფი უცხო­ე­ლი მძევ­ლე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მიზ­ნით". გარ­და ამი­სა, გა­ნი­ხი­ლეს ანკლა­ვის ტე­რი­ტო­რი­ი­დან რუსი და სხვა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის სა­კი­თხი. -0:10 დე­ლე­გა­ცი­ას "ჰა­მა­სის: პო­ლიტ­ბი­უ­როს წევ­რი აბუ მარ­ზუ­კი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, რუ­სე­თის მხა­რეს კი - პრე­ზი­დენ­ტის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მი­ხა­ილ ბოგ­და­ნო­ვი. რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გან­ცხა­დე­ბა­ში არ ახ­სე­ნა ბოგ­და­ნო­ვის სა­ხე­ლი - "ჰა­მა­სმა" კი ის თა­ვის პრეს­რე­ლიზ­ში და­ა­სა­ხე­ლა და შეხ­ვედ­რი­დან ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"ჰა­მა­სის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით, აბუ მარ­ზუკ­მა მოს­კოვ­ში გა­ნი­ხი­ლა „ღა­ზას წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი აგ­რე­სია“ და და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვ­და უფ­ლე­ბას "წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ოს სი­ო­ნის­ტურ ოკუ­პა­ცი­ას ყვე­ლა შე­საძ­ლო სა­შუ­ა­ლე­ბით".

"მოძ­რა­ო­ბის დე­ლე­გა­ცი­ამ მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პო­ზი­ცი­ას და აქ­ტი­უ­რი რუ­სუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის ძა­ლის­ხმე­ვას“, - ნათ­ქვა­მია პრეს­რე­ლიზ­ში.

"ჰა­მა­სის" გან­ცხა­დე­ბა­ში არ არის ნახ­სე­ნე­ბი მძევ­ლე­ბი. მაგ­რამ არის მო­წო­დე­ბე­ბი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის, სა­გუ­შა­გო­ე­ბის გახ­სნი­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის მი­წო­დე­ბის შე­სა­ხებ. "ჰა­მა­სმა" ასე­ვე აღ­ნიშ­ნა პა­ლეს­ტი­ნე­ლი ხალ­ხის უფ­ლე­ბე­ბი, ხოლო რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია 1967 წლის სა­ზღვრებ­ში პა­ლეს­ტი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, მისი დე­და­ქა­ლა­ქით აღ­მო­სავ­ლეთ იე­რუ­სა­ლიმ­ში.

ის­რა­ელ­მა გა­აკ­რი­ტი­კა მოს­კო­ვი "ჰა­მა­სის" დე­ლე­გა­ცი­ის მას­პინ­ძლო­ბის გამო, ერთი დღის შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­მა ვეტო და­ა­დო გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს რე­ზო­ლუ­ცი­ას, რო­მე­ლიც გმობს ჰა­მასს 7 ოქ­ტომ­ბრის თავ­დას­ხმის­თვის.

"ის­რა­ე­ლი გა­ნი­ხი­ლავს ჰა­მა­სის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მოს­კოვ­ში მიწ­ვე­ვას, რო­გორც უღირს ნა­ბიჯს, რო­მე­ლიც მხარს უჭერს ტე­რო­რიზმს და აკა­ნო­ნებს ჰა­მა­სის ტე­რო­რის­ტე­ბის სი­სას­ტი­კეს“, - გა­ნა­ცხა­და ის­რა­ე­ლის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ლიორ ჰა­ი­ატ­მა.

განაგრძე კითხვა