"შუათანა მეკითხებოდა, დედიკო, რატომ აღარ გიყვარვარო?" - რას ჰყვებოდა სოფო ჯაფარიძე თავის პირად ცხოვრებაზე - კვირის პალიტრა

"შუათანა მეკითხებოდა, დედიკო, რატომ აღარ გიყვარვარო?" - რას ჰყვებოდა სოფო ჯაფარიძე თავის პირად ცხოვრებაზე

სოფო ჯაფარიძემ ბოლო დროს "ნაციონალურ მოძრაობასა" და მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებულ აქტივობებში მონაწილეობის ფონზე საზოგადოების ყურადღება კვლავაც მიიპყრო.

პრო­ფე­სი­ით ექი­მი-სტო­მა­ტო­ლო­გი სოფო ჯა­ფა­რი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სო­ცი­ა­ლუ­რი პლატ­ფორ­მით - "მედ­გი­დი" გა­იც­ნო, 2020 წელს, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით ადამიანებს შეეძლოთ მიეღოთ რჩევები პროფესიონალი ექიმებისგან. თითქმის ყველა დახმარებას ითხოვდა და თითქმის ყველა პოსტთან ეწერა კომენტარი: "დაურეკეთ სოფო ჯაფარიძეს, ის დაგეხმარებათ."

აი, რას ჰყვებოდა სოფო თავის პირად ცხოვრებაზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან", გთავაზობთ მცირე ამონარიდს სტატიიდან:

- ვმუშაობ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, კათედრაზე, მყავს სტუდენტები, თან პრაქტიკოსი ექიმი ვარ. ექიმების ოჯახში გავიზარდე, დედისა და მამის მხრიდან ოთხი თაობა ყველა ექიმი იყო და ვერც კი წარმომედგინა, თუ სხვა პროფესია არსებობდა. ბაბუა, ვახტანგ ყიფიანი, სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი გახლდათ. საოცარი ადამიანი იყო და, ალბათ, ამ ყველაფერმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. სწორედ მისი გაზრდილები არიან ის ექიმები, რომლებიც დღეს წინა ხაზზე იბრძვიან. მისი დამსახურებაა ისიც, რასაც დღეს ვაკეთებ.

ჩემზე რა გითხრათ - მყავს მეუღლე და სამი ბიჭი. უფროსი 11 წლისაა, შუათანა - 5-ის და ნაბოლარა - ერთის (ინტერვიუ ჩაწერილია 2020 წელს). მეუღლე ამ რთულ სიტუაციაში ყველანაირად მიწყობს ხელს. პატარები ბევრს ვერაფერს ხვდებიან, მაგრამ უფროსი მეუბნება, დედიკო, ასეთ მაგარ საქმეს რომ აკეთებ, იცი, მე რა ამაყი ვარო?! ეს სულ სხვა ბედნიერებაა ჩემთვის. ამას წინათ შუათანა მეკითხებოდა, დედიკო, რატომ აღარ გიყვარვარო? ჩათვალა, რომ რაკი მუდმივად კომპიუტერთან ვზივარ, ან ტელეფონზე ვლაპარაკობ, რის გამოც მისთვის ნაკლები დრო მრჩება, ძველებურად აღარ მიყვარს...

მართლაც ძალიან მიხარია, თუ ადამიანებს იმედი ჩავუსახეთ ჩვენი და ჩვენი ჯგუფის არსებობით"

სტატია სრულად იხილეთ - "როგორც ოჯახის პრობლემას, ასე ვიღებ თითოეულის გასაჭირს" - ვინ არის ახალგაზრდა, რომლის ინიციატივაც უამრავ ინფიცირებულს დაეხმარა

sopojaparidzeshvilebi-38022-1698404376.jpg

საზოგადოებას ასევე ახსოვს სოფო პროექტიდან - "ღიმილიანი საქართველო".

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიცირებული პროგრამა, „ღიმილიანი საქართველო“ 2012 წლის აგვისტოში ამოქმედდა.

თბილისიდან ჩასულ მედიკოსების ჯგუფს, რეგიონებში, 50 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობისთვის უფასო სტომატოლოგიური მომსახურება უნდა გაეწია.

პაციენტებს, უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას 23 ექიმი უწევდა, ერთ-ერთი რიგითი ექიმი კი სოფო ჯაფარიძე იყო.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, პროგრამა გაუქმდა.

ვიდეო იხილეთ ლინკზე - სოფო ჯაფარიძე - ექიმი სკანდალურ პროექტ "ღიმილიანი საქართველოდან" - ამბავი, რომელმაც წლების წინ საქართველო აალაპარაკა

მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი ორიოდე წლის წინ ჰყვებოდა, რომ ექსპრეზიდენტს პირადად ჯერ არც იცნობდა და მასთან შეხვედრილიც არ იყო.

"სოფო ჯაფარიძეს ვთხოვე, გახდეს ჩემი წარმომადგენელი შინ თუ გარეთ - ვიდრე ვარ რუსული რეჟიმის ტყვეობაში, პირადად ჩემი განცხადებები მან გაავრცელოს" - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმ თვის წინ და სოფო ჯაფარიძე მის წარმომადგენლად დანიშნა:

"ვთხოვე სოფო ჯაფარიძეს ბევრ სხვა სასარგებლო საქმესთან ერთად, გახდეს ჩემი წარმომადგენელი შინ თუ გარეთ. ასევე მაქსიმალურად გვერდში დამიდგეს ჩემთვის და ქვეყნისთვის ძალიან რთულ დროს, ეს არ ანაცვლებს პარტიის რაიმე ფუნქციას (თუმცა სოფო პარტიის აქტიური ლიდერია საკრებულოში).

არსებობს ბევრი სხვა საჭირბოროტო საკითხი, რომლებიც შეიძლება ეხებოდეს, ან არ ეხებოდეს პოლიტიკას. სოფოსთან ვთანამშრომლობთ უკვე მრავალი წელია. ის არის უნიჭიერესი და აქვს საზოგადოების დიდი ნდობა. მიხარია, რომ დათანხმდა.

სოფოს მეშვეობით მომაწოდეთ თქვენი მოსაზრებები და სოფოც მუდმივად გამომიგზავნის თავის ანალიზს. ასევე ვთხოვე, პერიოდულად იქამდე, სანამ ვარ რუსული რეჟიმის ტყვეობაში და არ მაქვს საზოგადოებასთან სრულფასოვანი კომუნიკაციის შესაძლებლობა, პირადად ჩემი განცხადებები მან გაავრცელოს", - წერდა სააკაშვილი.

"ჩემ­თვის პო­ლი­ტი­კა და მე­გობ­რო­ბა სრუ­ლად გა­მიჯ­ნუ­ლია ერ­თმა­ნე­თის­გან" - ამბობდა სოფო ჯაფარიძე AMBEBI.GE-სთან 2021 წელს მიცემულ ინტერვიუში, სადაც ლეგენდარულ წინაპრებზე, ოჯახსა და ცნობილ მეგობრებზე ისაუბრა:

- ჩემი ოჯახი ექიმების ოთხ თაობას ითვლის, როგორც დედის ასევე მამის მხრიდან. დიდი ბაბუა აკაკი ჯაფარიძე სვანეთში პირველი კლინიკის დამაარსებელი იყო და დღემდე ახსოვს სვანეთს მისი დიდი ექიმობა და დიდებული კაცობა. ბაბუა პროფესორი ქართლოს ჯაფარიძე წლების განმავლობაში იყო ჯერ ლიკანის და შემდეგ მეცხრე საავადმყოფოს მთავარი ექიმი.

ჩემი გამზრდელი ბაბუა პროფესორი, აკადემიკოსი ვახტანგ ყიფიანი იყო. იგი ათეულობით წელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი გახლდათ. ბებია ცისანა ყიფიანი ინფექციონისტია, რომელიც დღემდე აქტიურად მუშაობს. დედა ნინო ყიფიანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის პროფესორია.

უბედნიერესი ბავშვობა მქონდა. გავიზარდე ბებიების და ბაბუების კალთაში და გამომდინარე მათი პროფესიიდან, ჩვენს ოჯახში მრავალი თაობის საუკეთესო ექიმები ირეოდნენ, თამამად ვიტყვი რომ გავიზარდე ბაბუაჩემის უნიკალურ სამედიცინო ბიბლიოთეკაში.

ბიოლოგიური მამა აკაკი ჯაფარიძე 33 წლის ასაკში ექიმების შეცდომით და დაუდევრობით დამეღუპა. გამზარდა ზურა კობახიძემ, რომელიც ჩემთვის მამაზე მეტია, მისთვის მე ერთადერთი შვილი ვარ.

- თქვენი ბაბუა ვახტანგ ყიფიანი სამედიცინო წრეებში ლეგენდაა და მისი სახელი ყველას გაუგია, როგორ გაიხსენებთ მასთან ურთიერთობას?

- გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ვახტანგ ყიფიანი მართლაც ლეგენდაა. იგი ჩემთვის ყველაზე დიდი მეგობარი და მესაიდუმლე იყო. რამდენიმე წელია რაც აღარ მყავს და ვერასოდეს შევავსებ იმ სიცარიელეს, რომელიც დამიტოვა. მისი აღზრდილია საქართველოში თაობები და ის ადამიანები, რომლებმაც შემაძლებინეს შემექმნა "მედ გიდის" ისტორია, ფასდაუდებელია მისი მეცნიერული მოღვაწეობა.

უბრალოდ ვერც წარმომედგინა, რომ სხვა პროფესია შეიძლებოდა ამერჩია, დაბადებიდან ჩემთვის გამჯდარი იყო ის რომ მედიცინაში უნდა მემსახურა.

- მეუღლე როგორ გაიცანით, რამდენად ახლოს არის პროფესიულად თქვენს საქმიანობასთან?

- მეუღლე გავიცანი საერთო მეგობრების წრეში. არანაირი შეხება არ აქვს ჩემს საქმიანობასთან, მაგრამ ძალიან მოსწონს რასაც ვაკეთებ.

- სამი შვი­ლი გყავთ, ვა­ჟე­ბი. მოგ­ვი­ყე­ვით, მათ შე­სა­ხებ, რო­გორ ახერ­ხებთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა და დე­დო­ბა ერ­თმა­ნეთს შე­უ­თავ­სოთ...

- მყავს 11 წლის ვაკი, 5 წლის ზუკა და 1 წლის ვა­ხუ­ნა. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ, რომ მათ­თან დიდი დრო დავ­ყო, თუმ­ცა ჩემი ცხოვ­რე­ბის რიტ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბოლო დროს საკ­მა­რის დროს ნამ­დვი­ლად ვე­ღარ ვუთ­მობ, მეხ­მა­რე­ბა ორი სა­ო­ცა­რი ქალ­ბა­ტო­ნი და ვარ ძა­ლი­ან მშვი­დად.

- სოფო, თქვენს მე­გობ­რებ­ში ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნია - პი­ა­ნის­ტი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თა­თია შა­რან­გია, პო­ლი­ტი­კო­სი და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე ოჯა­ხით...

- მე მყავს სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი და ამა­ყი ვარ იმით, რომ გვერ­დით მარ­თლაც ძა­ლი­ან დიდი არ­მია მიდ­გას მათი სა­ხით. არა­სო­დეს ამირ­ჩე­ვია და გა­მო­მირ­ჩე­ვია მე­გობ­რე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სხვა რა­ი­მე ნიშ­ნით.

ჩემ­თვის პო­ლი­ტი­კა და მე­გობ­რო­ბა სრუ­ლად გა­მიჯ­ნუ­ლია ერ­თმა­ნე­თის­გან. თა­თია შა­რან­გი­ას­თან და სოფო ფარ­ცხა­ლა­ძეს­თან (დათო სა­გა­ნე­ლი­ძის მე­უღ­ლე) ნა­თელ­მი­რო­ნო­ბა მა­კავ­ში­რებს, ისი­ნი ჩემი შვი­ლე­ბის ნათ­ლი­ე­ბი არი­ან და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემ შვი­ლებს ასე­თი ნათ­ლი­ე­ბი ყავთ.

სტატია იხილეთ სრულად - "მიხეილ სააკაშვილს არ ვიცნობ" - "ნაციონალური მოძრაობის" ახალი სახე სოფო ჯაფარიძე ლეგენდარულ წინაპრებზე, ოჯახსა და ცნობილ მეგობრებზე