რას ამბობს თათა გიორგობიანი მოულოდნელი ხელის თხოვნის შესახებ: "ეს ურთიერთობა აქამდე საიდუმლოდ შევინახეთ, ამიტომ ჩემთვის შოკი იყო..." - კვირის პალიტრა

რას ამბობს თათა გიორგობიანი მოულოდნელი ხელის თხოვნის შესახებ: "ეს ურთიერთობა აქამდე საიდუმლოდ შევინახეთ, ამიტომ ჩემთვის შოკი იყო..."

„ღამის შოუს ბენდის“ სოლისტს, ულამაზეს თათა გიორგობიანს საჯაროდ ხელი გიორგი გაბუნიას შოუში მისმა რჩეულმა, კონსტანტინე მოსიძემ სთხოვა.

ამ ამბავს თათას რამდენიმე დღის განმავლობაში მთელი სამეგობრო უმალავდა და მისთვის დიდი სიურპრიზი და შოკი იყო, როცა კონსტანტინე სტუდიაში ყვავილებითა და ბეჭდით ხელში გამოჩნდა და მის წინ ხელის სათხოვნელად დაიჩოქა.

თათა გიორგობიანი fortuna.ge-ს ექსკლუზიურად ესაუბრა.

თათა გიორგობიანი:

ჩემი და ჩემი შეყვარებულის ურთიერთობა საკმაოდ დიდი ხანია, გრძელდება, ერთად მოვდივართ, ბევრი რამ გავიარეთ ერთად, ვცდილობდი, ყველას თვალისთვის აგვერიდებინა და მოვახერხეთ საიდუმლოს შენარჩუნება. იყო ჭორები ხან ვისზე, ხან ვისზე, მაგრამ ყოველთვის მეღიმებოდა. ასე გაღიმებულებმა მოვიტანეთ ჩვენი ურთიერთობა აქამდე.

untitled-29454-1698386129.jpg

არ ველოდი საჯარო ხელის თხოვნას, ორივეს აზრი იყო, რომ არ გვინდოდა საჯაროდ პირადის გამოფენა. ვერ დამაჯერებდი, რომ ამას გააკეთებდა. იმდენად შოკური მდგომარეობა მქონდა, მგონი, ცოტა დავიბენი. მერე მივხვდი, სულ რომ ვუყურებდი ხელის თხოვნის ვიდეოებს, გოგონებს უცნაური რეაქციები რომ ჰქონდათ მიკვირდა, რა არის საოცარი და გასაკვირი-მეთქი, ხომ უყვართ ერთმანეთი-მეთქი, მაგრამ მეც იგივე დამემართა. ამ ყოველივეს სიურპრიზის ელემენტი რომ დაემატა, აღმაფრთოვანებელი შეგრძნება იყო, ლამაზი ამბავი გამოვიდა. ჩემს მეგობრებს დიდი მადლობა. ყველამ ყველაფერი იცოდა და მიმალავდნენ.

- ვერ მიხვდი ვერაფერს?

- იმდენად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას გააკეთებდა, არც მიფიქრია…

- გაგვაცანი შენი რჩეული…

- ვაპირებ კონფიდენციალურობა შევინარჩუნო, თუმცა გეტყვით, რომ ძალიან კარგი ოჯახიშვილია, განათლებული, აღზრდილი, წარმატებული და შემდგარი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, კეთილი და სამართლიანი პიროვნებაა - კონსტანტინე მოსიძე. დანარჩენი ურთიერთობაში მოდის, ორი ადამიანი ერთმანეთს რამდენად გაუგებს, მით უმეტეს, ორივე მხრიდან არის იმის სურვილი, რომ მხარი აუბას თავის პარტნიორს.

- ქორწილს როდის უნდა ველოდოთ…

- არ ვიცი, ჯერ არ დაგვიგეგმავს ნამდვილად. (წყარო)