ანეკდოტები
- შენ რომელ სერიალს უყურებ?
- "იმედზე" 6-ზე გადის - "სად არის ელენე?" შენ?
- მე "რუსთავი 2"-ზე ვუყურებ - "სად არის პრეზიდენტი?" 12-ზე, 3-ზე, 6-ზე და 9-ზე გადის.
ორი დაქალი ხვდება ერთმანეთს.
- როგორ ხარ?
- დავიღალე, ყოველ წელს ბავშვს ვაჩენ, აღარ შემიძლია.
- მერე სცადე, ორი წელი ქმართან არ დაწვე.
- ვცადე, არ მშველის...
- ოდესმე ცოლთან განათებულ ოთახში თუ გქონია სექსი? - ეკითხება ერთი ძმაკაცი მეორეს.
- არა, მრცხვენია.
- აბა, სცადე, ძალიან საინტერესოა.
ხვდებიან მეორე დღეს.
- განათებულ ოთახში მქონდა სექსი, - ახარა ერთმა მეორეს.
- ხომ მოგეწონა?
- ძალიან კარგი ყოფილა, ბავშვებიც ძალიან გამხიარულდნენ.
- რამდენი იქნება, ხუთი გავამრავლოთ 7-ზე?
- 30.
- არ არის სწორი, ორიანი. მომიტანე დღიური.
- მასწ, არ იფიქროთ, რომ გემუქრებით, მაგრამ ამ დილით მამაჩემმა ჩემი დღიური რომ ნახა, თქვა, - აქ კიდევ ერთ ორიანს ვნახავ და ვიღაცას მაგრად მოხვდებაო".
- ღვინო, ლუდი და არაყია შენი დაუძინებელი მტერი! - უყვირის ცოლი ქმარს.
- მერე, რა გინდა, წინაპრებს ვუღალატო და მტერს შევუშინდე?!