27 ოქტომბრიდან გადაიხადე რამდენიც გინდა ელიფ შაფაქის „სიყვარულის 40 წესსა“ და იაკობ გოგებაშვილის მოთხრობებში და ჩაერთე საქველმოქმედო აქციაში
გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ საქველმოქმედო აქცია „გადაიხადე რამდენიც გინდა“ 27 ოქტომბრიდან დაიწყო და პირველივე დღეს უპრეცედენტო რაოდენობის მომხმარებელი ჩაერთო.
როგორც „პალიტრა L-ში“ განმარტავენ, აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში მთელი საქართველოს მასშტაბით "ბიბლუსს", სადაც წიგნების სასურველ ფასად შეძენაა შესაძლებელი, ასობით მომხმარებელი ესტუმრა.
ოქტომბრის თვის სააქციო წიგნებში: ელიფ შაფაქის „სიყვარულის 40 წესსა“ და იაკობ გოგებაშვილის მოთხრობებში მკითხველების მიერ გადახდილი თანხა თბილისის უსინათლო და მცირემხედველთა სკოლის მოსწავლეების საგანმანათლებლო სერვისებს მოხმარდება.
აქციის ფარგლებში შერჩეულ წიგნებს არ აქვს ფიქსირებული ღირებულება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მკითხველის მიერ 10 ლარამდე გადახდილი თანხის 20% გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში, 10 ლარზე ზემოთ გადახდილი თანხა კი სრულად მოხმარდება უსინათლო და მცირემხედველთა სკოლის მოსწავლეებს.
„გადაიხადე რამდენიც გინდა“ ორივე წიგნის ტირაჟის ამოწურვამდე გაგრძელდება, ამიტომ იჩქარეთ, შეავსეთ ბიბლიოთეკა ახალი ნაწარმოებებით და დაეხმარეთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
(R)