რვა შვილის დედამ, რომელსაც შვილები გაუშვილეს, ყველა მათგანი მიმღებ ოჯახებს მოსტაცა და გაიქცა - კვირის პალიტრა

რვა შვილის დედამ, რომელსაც შვილები გაუშვილეს, ყველა მათგანი მიმღებ ოჯახებს მოსტაცა და გაიქცა

რვა შვილის დედა, რომელსაც მშობლის უფლება ჩამოართვეს, შეერთებულ შტატების პოლიციამ ძებნის შედეგად გააკავა. მიზეზი ბავშვების გატაცება გახდა - აღმოჩნდა, რომ გაშვილებული ბავშვების დედამ პატარები მიმღებ ოჯახებს მოსტაცა და ქვეყნის მეორე ბოლოში წაიყვანა. ამის შესახებ New York Post-ი იუწყება.

ქალი რამდენიმე დღის განმავლობაშ იძებნებოდა. ერთხელაც უცნობმა მამაკაცმა კალიფორნიის პოლიციაში დარეკა და ბენზინგასამართ სადგურზე ქალის არასათანადო ქცევის თაობაზე შეატყობინა. შემთხვევის ადგილზე ოფიცრებმა 36 წლის ტრისტა ფულერტონი იპოვეს. ქალის მანქანას არკანზასის სანომრე ნიშნები ჰქონდა და შიგნით ექვსი ბავშვი იჯდა. იხილეთ სრულად