"კოტე მახარაძემ მითხრა, რას დაერიე ჩემს ცოლებსო..." - სოფიკო ჭიაურელისა და მედეა ჩახავას უნიკალური ფოტო და ისტორია... - კვირის პალიტრა

"კოტე მახარაძემ მითხრა, რას დაერიე ჩემს ცოლებსო..." - სოფიკო ჭიაურელისა და მედეა ჩახავას უნიკალური ფოტო და ისტორია...

ქართველი დრამატურგის, პროზაიკოსის, ქიმიკოსის არქივში სოფიკო ჭიაურელისა და მედეა ჩახავას უნიკალური ფოტო ინახება... რეზო კლდიაშვილი ამ ფოტოს შესახებ საჯაროდ პირველად და დიდი იუმორით იხსენებს...

363499310-202271192824717-743589304916632982-n-1698435321.jpg

"ესეც ჩემი არქივიდან!

1999 წლის 17 დეკემბერს, ფიქრის გორაზე, თეატრში "ვერიკო" გაიმართა ჩემი საავტორო საღამო - "მადლობა თბილისს ფიქრის გორიდან". ეს ორი სურათი, ჩემთვის უძვირფასესი პიროვნებების, იმ საღამოდან გახლავთ. მედეა ჩახავა და სოფიკო ჭიაურლი, მეორე ფოტოზე კი - კოტე, მათ როგორ უყურებს...

363801962-841479607404843-65584821940619636-n-1698434813.jpg

363855239-128599186971155-6074949814807486406-n-1698434330.jpg

რობიკომ ბრძანა, რომ ჩემი პიესა "შორაპნელი ქალბატონები" რუსთაველის თეატრში დაიდგმებოდა და განაწილება რომ წავიკითხე, ჩემი დამემართა, თვალებს არ დავუჯერე, ამდენი ვარსკვლავი ერთად... გიჟივით გავვარდი სოფიკოსთან და ბატონ კოტესთან, მათ ვახარე. ეს ის დროა, როცა მარჯანიშვილში ჩემი "საპოვნელა" და "იადონას თეატრი" ერთად იყო რეპერტუარში...

ჩვენი დიალოგი ასეთი იყო...

ბატონი კოტე:

- რას დაერიე ამ ჩემს ცოლებს, აქეთ სოფიკო მარჯანიშვილში, იქით - მედიკო რუსთაველში!

363872154-678627580827071-5831396062928787808-n-1698435214.jpg

რეზო (ძალიან ზრდილობიანი ინტონაციით):

- ბატონო კოტე, რომ დაერიეთ ამ ქართული თეატრის და კინოს ვარსკვლავებს, გეთხოვათ ვინმე მეგრელი ქალი, როგორ გაახარებდით იმ ოჯახს, ხომ წარმოგიდგენიათ? მით უმეტეს, მეგრულად კარგად საუბრობთ და მეც ასი წელი არ გამოვიხედავდი თქვენკენ!

ბატონი კოტე:

- შენ თუ რამე მოინდომე და მიზანში ამოიღე!

მრავლის მთქმელი ჟესტით სოფიკოს გადახედა...

რას ვიზამდით? - აღვნიშნეთ ჩემი სიხარული..."

363860031-1692859621141129-1723667231892497489-n-1698435259.jpg

შეგახსენებთ, რომ რეზო კლდიაშვილი (24.09.1947წ. ქუთაისი) გახლავთ ქართველი დრამატურგი, პროზაიკოსი, ქიმიკოსი, დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სპეციალობით ინჟინერ-ქიმიკოსი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონსერვაცია-რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 1981 წლიდან იბეჭდებოდა ჟურნალ "ცისკარსა" და "ლიტერატურულ საქართველოში"; 1990 წელს გამომცემლობამ - "ნაკადული" გამოსცა რეზო კლდიაშვილის მოთხრობების პირველი კრებული; 1998 წელს, მოთხრობების კრებული "მეც ჩემი ბავშვობიდან მოვდივარ"; 2002 წელს, პიესების კრებული - "იადონას თეატრი"; 2005 წელს პიესა "ზარატუსტრას ჟამი" (ქართულ, გერმანულ და რუსულ ენებზე); 2018წელს, მოთხრობების კრებული „საფიჩხიელი პაგანინი“; 2019 წელს გამოიცა პიესა „ბიზანტიის დედოფალი“; 2022 წ. პიესა „ქალბატონი ძალაუფლების სურნელით“ (ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე); პიესა „სიბორეა“ დაიბეჭდა ჟურნალში „თეატრი“ ( 2023 წ.N1). არის მრავალი პიესის ავტორი და ასევე მრავალი პრემიის მფლობელი.

(სპეციალურად საიტისთვის)