"2 მილიონზე მეტი ადამიანი გარე სამყაროს მოწყდა" - როგორია ვითარება ღაზაში ისრაელის მასშტაბური შეტევის შემდეგ: ბოლო ცნობები ყველაზე ცხელი წერტილიდან
ღაზას სექტორში აფეთქებების ხმა ისმის. როგორ BBC-ი წერს, ახლახანს კიდევ რამდენიმე აფეთქება დაფიქსირდა. გარშემო ჩანს ბევრი კვამლი. მანამდე ისრაელმა განაცხადა, რომ ის წუხელ გააფართოებდა ოპერაციებს ღაზაში.
აფეთქებების შედეგად ღაზის სექტორის დიდ ნაწილს ინტერნეტი არ მიეწოდება, შეწყვეტილია მობილური კავშირიც. პალესტინური მობილური ოპერატორის მუშაობის შეფერხება დაემთხვა ისრაელის მხრიდან მასშტაბურ დაბომბვებს.
პალესტინის "წითელი ნახევარმთვარის" ინფორმაციით, მათ “სრულიად დაკარგეს კონტაქტი” ღაზას სექტორში შტაბთან. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი."ღრმად შეშფოთებულნი ვართ ჩვენი გუნდების შესაძლებლობაზე, გააგრძელონ სასწრაფო სამედიცინო სერვისების მიწოდება, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ეს შეფერხება გავლენას ახდენს სასწრაფო დახმარების ცენტრალურ ‘101’ ნომერზე და აფერხებს სასწრაფო დახმარების მანქანების მიმოსვლას დაჭრილებთან და დაშავებულებთან”, - წერია განცხადებაში.
ღაზაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch. როგორც ორგანიზაციაში მიიჩნევენ, ისინი ღელავენ ღაზას სექტორში მომუშავე მათი თანამშრომლებიც უსაფრთხოებაზე და მსოფლიოს მოუწოდებენ, "მოახდინონ ზეწოლა ისრაელის ხელისუფლებაზე, რათა დაუყოვნებლივ უზრუნველყოს უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების, სამედიცინო დაწესებულებებისა და ჩვენი გუნდების დაცვა”. (გააგრძელეთ კითხვა)