"ალ ჯაზირას" ჟურნალისტის უდიდესი ტრაგედია: მან აფეთქებისას დაკარგა ცოლი, ვაჟი, ქალიშვილი და შვილიშვილი - ის მომხდარიდან 24 საათზე ნაკლებ დროში დაბრუნდა პირდაპირ ეთერში
CNN -ის ინფორმაციით, კატარის ტელევიზიის "ალ ჯაზირას" ჟურნალისტი, ღაზის სექტორის ბიუროს ხელმძღვანელი 24 საათზე ნაკლებ დროში დაბრუნდა პირდაპირ ეთერში, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მისი ოჯახი ოთხშაბათს ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
არაბული მედიის ცნობით, ვაელ ალ-დაჰდუჰმა ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში ლტოლვილთა ბანაკში აფეთქების დროს, დაკარგა ცოლი, ვაჟი, ქალიშვილი და შვილიშვილი. ჟურნალისტის ოჯახი სწორედ იქ აფარებდა თავს.
ალ დაჰდუჰმა მადლობა გადაუხადა მაყურებელს სამძიმრის შეტყობინებებისა და ზარებისთვის.
”სოლიდარობა და ლოცვა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, მაგრამ ვიფიქრე, რომ საჭირო იყო სწრაფად დაბრუნება ეთერში ყველაფრის მიუხედავად", - განაცხადა ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში. (გააგრძელეთ კითხვა)