"მედიის ქართველი წარმომადგენლები ცდას არ დააკლებენ, რომ თასი ამჯერად მაინც დატოვონ სამშობლოში" - კოტეს თასი 2023 - კვირის პალიტრა

"მედიის ქართველი წარმომადგენლები ცდას არ დააკლებენ, რომ თასი ამჯერად მაინც დატოვონ სამშობლოში" - კოტეს თასი 2023

29 ოქტომბერს, 10:00 საათიდან, „ინტერის აკადემიის“ მოედანზე კოტე მახარაძის სახელობის ტრადიციული მედია-ტურნირი დაიწყება. საქართველო მეოთხედ მასპინძლობს ლეგენდარული კომენტატორის სახელობის საერთაშორისო ტურნირს და მედიის ქართველი წარმომადგენლები ცდას არ დააკლებენ, რომ თასი ამჯერად მაინც დატოვონ სამშობლოში (წინა სამ ტურნირზე, ჩემპიონები გახდნენ უკრაინის, მოლდოვისა და ყაზახეთის მედია-ნაკრებები). როგორც ყოველთვის, ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია, დონორი - საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო.

kotes-tasi-2-1698516302.jpg

წლევანდელ ტურნირში რვა გუნდი (მათ შორის - ორი ქართული) მონაწილეობს. ისინი ორ ქვეჯგუფში გადანაწილდნენ:

A ჯგუფი

საქართველო 1

სომხეთი

ლატვია

ინდოეთი

kotes-tasi-1-1698516208.jpg

B ჯგუფი

საქართველო 2

აზერბაიჯანი

ყაზახეთი

რუმინეთი

ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასის გარდა (რომელიც თასების მფლობელთა თასის ანალოგია), მედია-ტურნირის გამორჩეული ფეხბურთელებისთვის დაწესებულია ინდივიდუალური პრიზებიც.

რატი შელეგია (სპეციალურად საიტისთვის)