ლეგენდარული სერიალის, "მეგობრების" მსახიობი, მეთიუ პერი გარდაიცვალა
ამერიკელი მსახიობი მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეთიუ ცნობილია 1990-იანი წლების ლეგენდარული სატელევიზიო კომედიური სერიალით, "მეგობრები", სადაც ჩენდლერის როლს ასრულებდა.
მედიის ცნობით მეთიუ საკუთარ სახლში, ლოს-ანჯელესში იპოვეს გარდაცვლილი. ცხედარი აბაზანაში ნახეს.
მეთიუ 1969 წელს, მასაჩუსეთში დაიბადა, თუმცა შემდეგ, საცხოვრებლად ოჯახი ოტავაში გადავიდა. დაწყებით სკოლაში კანადის ამჟამინელ პრემიერ-მინისტრ, ჯასტინ ტრუდოსთან ერთად სწავლობდა. ლეგენდარული სერიალის, "მეგობრების" მსახიობი, მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა იხილეთ სრულად