"მრცხვენია გაერო-ს გამო, მოდით დავტოვოთ ის" - რას აცხადებს ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი? - კვირის პალიტრა

"მრცხვენია გაერო-ს გამო, მოდით დავტოვოთ ის" - რას აცხადებს ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი?

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი, იანა ჩერნოხოვა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას აკრიტიკებს, რომელიც ისრაელს ღაზას სექტორში ოპერაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს და ჩეხეთს გაერო-ს დატოვებას ურჩევს.

"სამი კვირის წინ "ჰამასმა“ 1400-ზე მეტი ისრაელელი დახოცა. „ჰამასის“ ტერორისტების მიერ განხორციელებულ უპრეცედენტო ტერორისტულ თავდასხმას წინ მკაფიოდ და სრულად მხოლოდ 14 ქვეყანა აღუდგა, მათ შორის ჩვენი ქვეყანაც! მრცხვენია გაერო-ს გამო. ჩემი აზრით - ჩეხეთი არაფერს უნდა ელოდოს ორგანიზაციაში, რომელიც მხარს უჭერს ტერორისტებს და პატივს არ სცემს თავდაცვის ძირითად უფლებას. მოდით, დავტოვოთ ის“, - განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისათვის, პარასკევს, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 120 ხმით 14-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზის სექტორში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ” მოუწოდებს. რეზოლუციის პროექტი იორდანიამ და კიდევ 40-ზე მეტმა ქვეყანამ მოამზადა.

"ინტერპრესნიუსი"