ხელვაჩაურში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 არასრულწლოვანი
ხელვაჩაურში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 არასრულწლოვანი - ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ეწ. მახოს ხიდთან მოხდა - მანქანა ხიდიდან გადავარდა.
გამოცემა წერს, რომ არსებული ინფორმაციით, ავტომობილში სულ 9 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 6 დაშავებული სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობს, ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
ამ დროისთვის დეტალები უცნობია.
"ინტერპრესნიუსი"