ორნელა მუტი მოსკოვში სპექტაკლებს გამართავს - რას წერს რუსული მედია იტალიელ მსახიობზე?
რუსული მედიის ინფორმაციით, იტალიური კინოს ვარსკვლავი, ორნელა მუტი ნოემბერში მოსკოვს ეწვევა. მათივე ცნობით, მოსკოვში ითამაშებს სპექტაკლში - "ბეთოვვენი - გენიოსის გმირული ცხოვრება".
პრემიერა 27 ნოემბერს, მოსკოვის ახალგაზრდობის სასახლეშია დაგეგმილი, ხოლო 28 ნოემბერს იგივე სპექტაკლი ტაგანკას თეატრში დადიგმება.
68 წლის იტალიელი მსახიობი ამჟამად იტალიის ჩრდილოეთით, პიემონტში, თავის აგარაკზე ცხოვრობს და ძირითად თეატრშია დაკავებული. რუსული მედია წერს, რომ მსახიობი პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავა რუსეთს და რეპეტიციები ექნება.
მსახიობს სასტუმრო Lotte Plaza-ს ლუქს ნომერში დააბინავებენ და მოსკოვში მძღოლთან ერთად, ძვირადღირებული "მერსედესის" მანქანით გადაადგილდება. ორნელა მუტის მოთხოვნები არც ისე მდიდრულია, მთავარია ნომერში ჰქონდეს ცხელი წყალი, ყველი, ხილი და ჩაი. სხვათა შორის, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Lotte Plaza-ს Grand Suite ნომერში ერთი დღე 288 ათასი რუბლი (8200 ლარი) ღირს.
მედიის ინფორმაციით, ორნელა მუტი რუსულს ონლაინ აპლიკაციის საშუალებით სწავლობს. ჯერ რუსულად ვერ საუბრობს, თუმცა ესმის; მოსკოვთან ურთიერთობს თარჯიმნის დახმარებით. სპექტაკლი იტალიურ ენაზე იქნება.ორნელა მუტის ბევრი რამ აქვს საერთო რუსეთთან. მისი ბებია და ბაბუა პეტერბურგში ცხოვრობდნენ. მათ შესახებ მსახიობმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა: "რუსები იყვნენ: პეტერბურგში ცხოვრობდნენ. ბაბუაჩემი მეფის ექიმი იყო. ბებიაჩემი პიანისტი. იხილეთ სრულად