პროფესორმა ვალერი სოლოვეიმ უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან სენსაციური განცხადება გააკეთა. პროფესორი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. "ის მოკვდა, ნამდვილად, ის მოკვდა, 26 ოქტომბერს, ხუთშაბათს გარდაიცვალა, ახლა ის იმყოფება მაცივარში, თავის რეზიდენციაში ვალდაიში. არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ ის მოკვდა" - აცხადებს დიმიტრი გორდონთან საუბარში ვალერი სოლოვეი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი კიბოს მძიმე ფორმა იყო, რომელიც 2020 წელს დაუდგინდა. ისრაელში ექიმები მკურნალობდნენ პუტინს, მაგრამ მათ თქვეს, რომ ის იცოცხლებდა 2021-2022 წლამდე. სოლოვეის ინფორმაციით, ისრაელი იმიტომ აირჩიეს, რადგან რუსეთის პრეზიდენტის ვაჟი, რომელიც ყოფილ სპორტსმენ ალინა კაბაევასგან ჰყავს, იქ სიმსივნით მკურნალობდა. სოლოვეი ასევე ამბობს, რომ მარტში ისრაელელმა ექიმებმა თქვეს, რომ მედიცინის შესაძლებლობები ამოწურულია. თუმცა იქვე დასძენს, ზუსტად არავინ იცის ასე იყო თუ არა ყველაფერი. პუტინის საიდუმლო პირადი ცხოვრება და 7 პოტენციური "ტახტის მემკვიდრე" წყარო