"განგაშის სირენების ჩართვის შემდეგ, თამარს გული გაუჩერდა" - რას წერს ისრაელის მედია გარდაცვლილ 9 წლის ქართველ-ებრაელ გოგონაზე - კვირის პალიტრა

"განგაშის სირენების ჩართვის შემდეგ, თამარს გული გაუჩერდა" - რას წერს ისრაელის მედია გარდაცვლილ 9 წლის ქართველ-ებრაელ გოგონაზე

ის­რა­ელ­ში კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი - 9 წლის გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ლაშა ჟვა­ნია ადას­ტუ­რებს.

მი­სი­ვე თქმით, გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა ქარ­თველ ებ­რა­ელ­თა ოჯა­ხი­დან იყო.

გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს ის­რა­ე­ლის მე­დი­აც. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 9 წლის თა­მარ ჰაია ტორ­ფი­აშ­ვილს გული გა­უ­ჩერ­და მას შემ­დეგ რაც სა­ჰა­ე­რო გან­გა­ში გა­მო­ცხად­და და სი­რე­ნე­ბი ჩა­ირ­თო

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ის­რა­ელ­ზე სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა 7 ოქ­ტომ­ბერს და­ი­წყო, რა­ზეც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ტე­რო­რის­ტულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცია "ჰა­მა­სმა“ აიღო. (წყარო)