არეულობა დაღესტანში - თელ-ავივის რეისის დაშვების შემდეგ ბრბო აეროპორტში შეიჭრა
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაღესტანში, მახაჩყალას აეროპორტში პროპალესტინელი ადგილობრივი მაცხოვრებლები შეიკრიბნენ და ისრაელელი დევნილების წინააღმდეგ აქციას მართავენ. ისინი წინააღმდეგნი არიან რომ თელ-ავივიდან თვითმფრინავით ისრაელელი დევნილები მახაჩყალაში ჩაფრინდნენ.
ანტისემიტური აქციის ფოტო და ვიდეო კადრები ტელეგრამ-არხზე გავრცელდა. როგოროც კადრებში ჩანს, აქციის ზოგიერთ მონაწილეს პალესტინის დროშებიც აქვთ. ტელეგრამ არხის "აქ დაღესტანიას" ინფორმაციით, აქციის მონაწილეები აეროპორტიდან გამოსულ მგზავრებს პასპორტებს უმოწმებენ, რათა გაარკვიონ, ჩავიდნენ თუ არა დაღესტანში ისრაელელები.
როგორც ცნობილია, აეროპორტისკენ მიმავალი გზა ამ დროისთვის გადაკეტილია. თუმცა მთავრობის განცხადებით, სიინი სიტუაციას აკონტროლებენ.
აქციამდე ცოტა ხნით ადრე, ტელეგრამ არხებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს ისრაელიდან დაღესტანში დევნილები ჩაფრინდებოდნენ და დაღესტანში იცხოვრებდნენ. აქციის მონაწილეებმა იქამდე ვიდრე აეროპორტში შეიჭრებოდნენ, ერთ-ერთ სასტუმროსთან გამართეს აქცია. ფიქრობდნენ, რომ იქ ებრაელი ტურისტები იყვნენ. აქციის მონაწილეებმა შენობას ქვებიც დაუშინეს.
დაღესტნის ხელმძღვანელმა სერგეი მელიკოვმა მომხდარში "ექსტრემისტული რესურსები" დაადანაშაულა, რომელთაც ტელეგრამზე "ცრუ ინფორმაცია" გაავრცელეს.
ანტისემიტური აქციის საწინააღმდეგო პოზიცია უკვე დააფიქსირეს ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმანთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა და ჩეჩნეთის ეროვნული პოლიტიკის მინისტრმა. (წყარო)