ორი განსხვავებული ტაიმი, ულამაზესი თამაში და ყველაფერი, რის გამოც ფეხბურთი გვიყვარს - კვარაცხელიას გამარჯვების გოლამდე სულ ცოტა დააკლდა
სერია A-ს მე - 10 ტურში "ნაპოლიმ" "მილანს"უმასპინძლა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
მაყურებელმა მართლაც რომ საუკეთესო თამაში იხილა. პირველ ტაიმში "მარადონაზე" თუ "მილანი" ბრწყინავდა, მეორე ტაიმში მოედანზე "ნაპოლი" გამეფდა. ეს იყო უშეღავათო ბრძოლა.
"მილანმა" თამაში მჭიდრო პრესინგით დაიწყო, თუმცა ნეაპოლელებმა პირველივე წუთებში შექმნეს მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტები, თუმცა გოლის გატანის რეალური შანსი არ ჰქონიათ. ანგარიში მატჩში გახნეს სტუმრებმა, მერეტის კარში გოლი ოლივერ ჟირუმ 22-ე წუთზე გაიტანა.
რასაც ნეაპოლელთა შეტევები მოჰყვა, მათ შორის ყველაზე შთამბეჭდავი ხვიჩა კვარაცხელიას დრიბლინგი და მილანელთა დაცვის ხაზის გვერდის ავლით საჯარიმოში შესვლა და კარის გასწვრივ ჩაწოდება შეძლო, თუმცა პოლიტანომ გატანა ვერ შეძელო. სამაგიეროდ კიდევ ერთი გოლი გაიტანა ჟირუმ, რომელმაც კიდევ ერთხელ კარგად გამოაჩინა ის, რომ "ნაპოლის" დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს. მე-2 გოლი მატჩში 31-ე წუთზე გავიდა. პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა და "ნაპოლიმ" პირველი ნახევარი ანგარიშით 0:2 დათმო.
მეორე ტაიმი ნეაპოლელთა აქტიურობით დაიწყო, რაც 49-ე წუთზე პოლიტანოს სოლო რეიდით და ულამაზესი გოლით გაგრძელდა. ამის მერე შეიძლება ითქვას, რომ "ნაპოლი" მეტოქის საჯარიმოში დასახლდა, რასაც "მილანის" კარში მეორე გოლი მოჰყვა. 63-წუთზე ჯაკომო რასპადორიმ საჯარიმო დარტყმა უზუსტესად შეასრულა და კიდევ ერთი ულამაზეს გოლი გაიტანა.
ეს იყო მატჩი, რომელშიც ყველაფერი იყო, რის გამოც ფეხბურთი გვიყვარს. აქტიური იყო ჩვენებურიც. ხვიჩამ არაეთი დრიბლინგით და ზუსტი პასით გამოიჩინა თავი. (გააგრძელეთ კითხვა)