„ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი ბიჭი, ბაჩო და მისი ძმა დემეტრე.." - ხელვაჩაურში ავარიის დროს დაღუპულ არასრულწლოვნებს ემშვიდობებიან
ხელვაჩაურში, სოფელ მახოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან არასრულწლოვანი ძმები - ბაჩო და დემეტრე ბერიძეები.
ტრაგიკულ შემთხვევას ეხმიანება ბათუმის მე-20 საჯარო სკოლა:
„ბათუმის N20 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უთბილესი, უსაყვარლესი და მუდამ მომღიმარე მოსწავლეების, ძმების, ბაჩო და დემეტრე ბერიძეების ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებთ ოჯახს, რომელთა ტკივილიც უსაზღვროა“ - ვკითხულობთ ტექსტში.
ინფორმაციას აბილიტაციის და განვითარების ცენტრიც ავრცელებს:
„გლოვაა „აბილიტაციის და განვითარების ცენტრში“. ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი ბიჭი, ბაჩო ბერიძე და მისი ძმა დემეტრე. ჩვენი გუნდი უსამძიმრებს ბაჩოს ოჯახს და ყველა მათ მოკეთეს ამ უმძიმესი ტრაგედიის გამო. ხვალ, 30 ოქტომბერს, ცენტრი არ იფუნქციონირებს“, - წერია ტექსტში.