თენგიზ არჩვაძეს ხვალ, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ - კვირის პალიტრა

თენგიზ არჩვაძეს ხვალ, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

ქარ­თველ მსა­ხი­ობ თენ­გიზ არჩვა­ძეს ხვალ, 31 ოქ­ტომ­ბერს დაკ­რძა­ლა­ვენ. პა­ნაშ­ვი­დი დღეს, რაზ­მა­ძის #52-ში გა­ი­მარ­თე­ბა. მისი გა­მოს­ვე­ნე­ბა კი დი­დუ­ბის პან­თე­ო­ნის ეკ­ლე­სი­ი­დან, ხვალ, 14:00 სა­ათ­ზე მოხ­დე­ბა.

თენ­გიზ არჩვა­ძეს დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში, მე­უღ­ლის გვერ­დით დაკ­რძა­ლა­ვენ.

მან ქარ­თულ თე­ატრსა და კი­ნო­ში 100-ზე მეტი როლი გა­ნა­სა­ხი­ე­რა და არა­ერ­თი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი სახე შექ­მნა.

მან სცე­ნუ­რი სა­ხე­ე­ბი შექ­მნა სპექ­ტაკ­ლებ­ში: "მოკ­ვე­თი­ლი“, "დედა", "ღა­ლა­ტი", "თვა­ლი პა­ტი­ო­სა­ნი", "როცა ქა­ლაქს სძი­ნავს" "მე ვხე­დავ მზეს", "დღის წეს­რიგ­შია ერთი სა­კი­თხი", "კვა­ჭი კვა­ჭან­ტი­რა­ძე", "30 აგ­ვის­ტო", "ჯორ­და­ნო ბრუ­ნო", "ძვე­ლი ვალ­სი“, "ასი წლის წი­ნათ“, "ისევ ამ ქვეყ­ნად დავ­რჩე­ბი“, "სახ­ლის ან­გე­ლო­ზე­ბი“, "მგზავ­რის წე­რი­ლე­ბი“ და სხვა.

მო­ნა­წი­ლე­ობ­და ფილ­მებ­ში: "კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი", "ერთი ცის ქვეშ", "ხე­ვის­ბე­რი გოჩა", "ხევ­სუ­რუ­ლი ბა­ლა­და", "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა", "დათა თუ­თაშ­ხია", "მე ვხე­დავ მზეს", "შეხ­ვედ­რა წარ­სულ­თან", "მალე გა­ზა­ფხუ­ლი მოვა" და სხვა.

თბი­ლი­სის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე, თენ­გიზ არჩვა­ძე კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო. 1967-1973 წლებ­ში იგი მუ­შა­ობ­და რუს­თა­ვის დრა­მა­ტულ თე­ატ­რშიც.

2011 წელს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის წინ გა­იხ­სნა მსა­ხი­ო­ბის სა­ხე­ლო­ბის ვარ­სკვლა­ვი. თენ­გიზ არჩვა­ძე იყო შოთა რუს­თა­ვე­ლის, კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის, მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის, აკა­კი ხო­რა­ვას სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ე­ბის, აგ­რეთ­ვე, სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი, ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი. 2017 წელს ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის მას კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯილ­დო - "ხე­ლოვ­ნე­ბის ქუ­რუ­მის“ წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა. იმა­ვე წელს გა­მო­ი­ცა წიგ­ნი "სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი - თენ­გიზ არჩვა­ძე“, რო­მე­ლიც მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბას ეძღვნე­ბა.