"გვქონდა საშუალება და მივაქირავეთ" - რას ამბობს თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი პაატა გულიაშვილი "ალტ-ინფოსთვის" შენობის დათმობაზე?
დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინფორმაციას, რომ თელავის სახელმწიფო თეატრმა პრორუსულ "ალტ-ინფოს“ შეხვედრისთვის თეატრის შენობა დაუთმო. ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი DRI ავრცელებს.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, თელავის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი პაატა გულიაშვილი ამბობს, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა "ნაცი" იქნება თუ "ქოცი", როდესაც თეატრი თავისუფალია, ისინი იჯარით გასცემენ.
პაატა გულიაშვილი:
"ჩვეულებრივ შემოვიდა წერილი იჯარასთან დაკავშირებით, ისე, როგორც შემოდის ხოლმე. თუ თეატრი თავისუფალია, "ალტ-ინფო" კი არა, "ნაცია" თუ "ქოცია", ვინც არ უნდა იყოს, ვაქირავებთ, თეატრი არის საჯარო, გვქონდა საშუალება და მივაქირავეთ".
"კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებისთვის ემზადება. მას შეხვედრისთვის სივრცეს სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიც უთმობენ. (გააგრძელეთ კითხვა)