ყირიმში, აუქციონზე გაიყიდა ოლენა ზელენსკას აპარტამენტი - ვინ არის მისი ახალი მფლობელი? - კვირის პალიტრა

ყირიმში, აუქციონზე გაიყიდა ოლენა ზელენსკას აპარტამენტი - ვინ არის მისი ახალი მფლობელი?

რუ­სე­თის მიერ ანექ­სი­რე­ბულ ყირ­მი­ში უკ­რა­ი­ნის პირ­ვე­ლი ლე­დის, ოლე­ნა ზე­ლენ­სკას აპარ­ტა­მენ­ტი ონ­ლა­ინ აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ყი­და. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბინა 44,3 მი­ლი­ონ რუბ­ლად გა­ი­ყი­და. ის მოს­კო­ველ­მა ოლგა ლი­პო­ვეც­კა­ი­ამ იყი­და. ცნო­ბი­ლია, რომ ოლგა მე­წარ­მეა და რამ­დე­ნი­მე შპს-ს ფლობს.

ცნო­ბის­თვის, ყი­რი­მის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 16 სექ­ტემ­ბერს გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ქო­ნე­ბას, უქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ტან­დნენ გა­სა­ყი­დად.

მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, აუქ­ცი­ო­ნის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ფული მოხ­მარ­დე­ბა რუ­სუ­ლი არ­მი­ის და­ფი­ნან­სე­ბას.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თა­მა­რა ტა­შე­ვა აცხა­დებს, რომ უკ­რა­ი­ნა არ აპი­რებს აღი­ა­როს ქმე­დე­ბე­ბი, რო­მე­ლე­ბიც არ­ღვევს ადა­მი­ა­ნის ან სა­ხელ­მწი­ფოს უფ­ლე­ბებს.